ხანძარი თბილისში - არის მსხვერპლი
თბილისში, აფრიკის დასახლებაში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება, რადგან მეზობლებმა ხმა გაიგეს.
