ორიგინალი
სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა
პრაიმტაიმი·11:55

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა

26 ნოემბერი, 2026 · 11:55

ერევანი მე-7 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება, რომელიც ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის უმთავრეს პლატფორმას წარმოადგენს, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა სამართლებრივი ფორუმის მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის იუსტიციის სისტემის განვითარების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში. პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის და რეგიონის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

„ჩვენი გამოცდილების გაზიარება, საერთო გამოწვევებზე ერთობლივი მსჯელობა და წარმატებული პრაქტიკის დანერგვა არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მთლიანად რეგიონის სამართლებრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უწყობს ხელს“, - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი საფუძველს ჩაუყრის ახალ იდეებს, ერთობლივ ინიციატივებსა და გრძელვადიან პარტნიორობას.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. წლევანდელი, რიგით მე-7 ფორუმი ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. ღონისძიების მონაწილეები თემატური სესიების ფარგლებში იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება მართლმსაჯულების სფეროში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის თემატურ სესიებში მონაწილეობენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები, აგრეთვე, ორი ქვეყნის მთავრობების ადმინისტრაციის, გენერალური პროკურატურების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე მომუშავე სპეციალისტები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·12:36

1-ელ დეკემბერს დიმა ჯაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება

1-ელ დეკემბერს დიმა ჯაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება
პრაიმტაიმი·12:33

ილონ მასკი აცხადებს, რომ ამერიკის ყველა ბავშვს SpaceX-ის ორ აქციას გადასცემს

ილონ მასკი აცხადებს, რომ ამერიკის ყველა ბავშვს SpaceX-ის ორ აქციას გადასცემს
პრაიმტაიმი·12:26

რატი იონათამიშვილი – გრძელდება USAID-ის და NED-ის მხილება, კარგია, რომ სიმართლე უკვე მაღალ პლატფორმებზე ისმის, ვინმეს თუ კიდევ ეჭვი ეპარებოდა, ბოლომდე ხდება ინფორმირებული

რატი იონათამიშვილი – გრძელდება USAID-ის და NED-ის მხილება, კარგია, რომ სიმართლე უკვე მაღალ პლატფორმებზე ისმის, ვინმეს თუ კიდევ ეჭვი ეპარებოდა, ბოლომდე ხდება ინფორმირებული
პრაიმტაიმი·12:24

შალვა პაპუაშვილი: გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის შექმნილ ქსელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად

შალვა პაპუაშვილი: გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის შექმნილ ქსელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.