ორიგინალი
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, უსაფრთხოების მიზნით, საფრთხის შემცველი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
პრაიმტაიმი·19:07

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, უსაფრთხოების მიზნით, საფრთხის შემცველი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

26 ნოემბერი, 2026 · 19:07

სტიქიის შედეგად ოთხი საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

სტიქიის ზონაში ადგილზე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მისი მოადგილეები ქრისტინა კობახიძე და ლევან ჯმუხაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რეზო ხეცურიანი და ონისე ჩაკვეტაძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ხელმძღვანელი პირები ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

მეწყრული ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილას გაყვანილია 17 ოჯახი, დაახლოებით 35 ადამიანი. მოსახლეობის ნაწილისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო საცხოვრებელ ფართებში ქირით განთავსება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება. სპეციალისტები სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, აფასებენ მეწყრული პროცესებით გამოწვეულ საფრთხეებს და დეტალურად იკვლევენ მიმდებარე ტერიტორიას, მათ შორის, თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს, რათა შესაძლებელი იყოს არსებული რისკების დროული შეფასება.

ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით, ასევე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სხვა პასუხისმგებელი სამსახურები.

დაზარალებულ მოსახლეობას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის დახმარებით გადაეცა საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები.

სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან მოსახლეობასთან. მიმდინარეობს ვითარების მუდმივი მონიტორინგი და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

სპიკერები: ქრისტინა კობახიძე - რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე; ჭაბუკი ჭაბუკიანი - ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი; ბეჟანი ჯინჭარაძე - ადგილობრივი; დურმიშხან ჭელიძე - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი, დასავლეთის გეოლოგიური სამსახურის უფროსი

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, უსაფრთხოების მიზნით, საფრთხის შემცველი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

თემა: სოფელ

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • BM.GE·18:09
    სოფელ ლაილაშში მეწყერმა 4 სახლი დაანგრია, ევაკუირებულია 17 ოჯახი – ვითარებაა სტიქიის ზონაში
  • ნიუპოსტი·16:59
    სოფელ ლაილაშში მეწყრის შედეგად დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი - გარემოს ეროვნული სააგენტო
  • კომერსანტი·16:43
    გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ ლაილაშში განვითარებული გეოლოგიური პროცესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
  • ფრონტნიუსი·16:19
    ცაგერის სოფელ ლაილაშში მეწყერის შედეგად დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი
სოფელმოსახლეობის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·19:28

თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ - საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან

პრაიმტაიმი·19:06

„დაბერების შენელების ერთ-ერთი გზა შიმშილია, თუმცა საუბარია სპეციალური ტიპის შიმშილზე...“ – გიორგი ღოღობერიძე დაბერების პროცესის შენელების გზებზე საუბრობს

„დაბერების შენელების ერთ-ერთი გზა შიმშილია, თუმცა საუბარია სპეციალური ტიპის შიმშილზე...“ – გიორგი ღოღობერიძე დაბერების პროცესის შენელების გზებზე საუბრობს
პრაიმტაიმი·19:02

„ქიმიოთერაპიის შემდგომ გაუკეთდა ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა“ - როგორია ახალგაზრდა ფეხბურთელის, ერასტო მიქავას ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ქიმიოთერაპიის შემდგომ გაუკეთდა ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა“ - როგორია ახალგაზრდა ფეხბურთელის, ერასტო მიქავას ჯანმრთელობის მდგომარეობა
პრაიმტაიმი·18:52

„დაე, გავილანძღო, როგორც ექიმი, მაგრამ როგორც ბებია, კმაყოფილი ვარ...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნინო ნადირაძე

„დაე, გავილანძღო, როგორც ექიმი, მაგრამ როგორც ბებია, კმაყოფილი ვარ...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნინო ნადირაძე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.