ორიგინალი
გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ ლაილაშში განვითარებული გეოლოგიური პროცესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
კომერსანტი·16:43

გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ ლაილაშში განვითარებული გეოლოგიური პროცესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

26 ნოემბერი, 2026 · 16:43

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა.

ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას, რის შედეგადაც დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება, რათა დროულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა. სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება.

ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

სხვადასხვა წლებში სოფ. ლაილაშის ტერიტორიაზე სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.

სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ ლაილაშში განვითარებული გეოლოგიური პროცესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თემა: სოფელ

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • პრაიმტაიმი·19:07
    ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, უსაფრთხოების მიზნით, საფრთხის შემცველი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
  • BM.GE·18:09
    სოფელ ლაილაშში მეწყერმა 4 სახლი დაანგრია, ევაკუირებულია 17 ოჯახი – ვითარებაა სტიქიის ზონაში
  • ნიუპოსტი·16:59
    სოფელ ლაილაშში მეწყრის შედეგად დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი - გარემოს ეროვნული სააგენტო
  • ფრონტნიუსი·16:19
    ცაგერის სოფელ ლაილაშში მეწყერის შედეგად დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი
სოფელ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·19:30

აშშ-ში მგზავრს ფრენის დროს თვითმფრინავის კარის გაღება სურდა, რათა „იესო დაენახა“

აშშ-ში მგზავრს ფრენის დროს თვითმფრინავის კარის გაღება სურდა, რათა „იესო დაენახა“
კომერსანტი·19:00

ელის ჰუანგთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჩინეთში $270 მილიონის ღირებულების AI სერვერები შეიტანა

ელის ჰუანგთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჩინეთში $270 მილიონის ღირებულების AI სერვერები შეიტანა
კომერსანტი·19:00

„არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიებში, სასანქციოს დავარქმევდი, ქართული კომპანიების შეყვანა“

„არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიებში, სასანქციოს დავარქმევდი, ქართული კომპანიების შეყვანა“
კომერსანტი·18:30

ACI World-მა მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური აეროპორტები დაასახელა

ACI World-მა მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური აეროპორტები დაასახელა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.