აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი პირადად გაესაუბრა პატიმრობაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ფიგურებს
დღეს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის №12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებში იმყოფებოდა.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, იოსელიანი პირადად გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს, მათ შორის, ნიკა მელიას, ირაკლი ღარიბაშვილს, ბაჩო ახალაიას, ლევან ხაბეიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მიხეილ სააკაშვილს და პაატა ბურჭულაძეს.
ამავე ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა და გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს.
