ორიგინალი
მაია მწარიაშვილი: შს მინისტრმა დაანგრია მითი მზია ამაღლობელის მსჯავრდების უკან სამართლებრივი მოტივების არსებობაზე
პუბლიკა·19:48

მაია მწარიაშვილი: შს მინისტრმა დაანგრია მითი მზია ამაღლობელის მსჯავრდების უკან სამართლებრივი მოტივების არსებობაზე

27 ნოემბერი, 2026 · 19:48

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნა ბათუმის სტადიონზე თურქი გულშემატკივრების მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმისგან განსხვავებულ მოვლენად შეაფასა. ადვოკატის შეფასებით, მინისტრის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამაღლობელის შემთხვევას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა და ის პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული.

„როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალიან ამაყად განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის შემთხვევა იყო სხვა რამე და ეს იყო დემონსტრაციული სილა პოლიციისადმი, სწორედ ამით დაანგრია მითი მზია ამაღლობელის მსჯავრდების უკან სამართლებრივი მოტივების არსებობაზე. სამწუხაროდ, ბატონი მინისტრის კვალიფიკაცია არ ჰყოფნის ამ საკითხების სამართლებრივ შეფასებას. პირველ რიგში, როცა მინისტრი ამბობს, რომ პოლიციელებმა სხეულის დაზიანება მიიღეს და დაკავებულები ადმინისტრაციულ ჯარიმებს მიიღებენო, ეს არის ძალიან დიდი სამართლებრივი უმეცრება. „სხეულის დაზიანება როგორც კი არის გადავდივართ სისხლის სამართალში. მზია ამაღლობელის შემთხვევაში არავითარი სხეულის დაზიანება არ იყო და ყველაზე მძიმე შემთხვევაში – სილა, რომელმაც ლოყის გაწითლება გამოიწვია – სწორედაც რომ ეტეოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში. აქ ბატონმა მინისტრმა ბრძანა, რომ პოლიციელებმა სხეულის დაზიანებაც მიიღეს, მაგრამ მერე რა, ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევააო. ეს არის აბსოლუტურად სამართლებრივი აბრაკადაბრა, როგორც გაუხარდებათ ისე“, – ამბობს მწარიაშვილი გამოცემა „ნეტგაზეთან” ინტერვიუში.

უფლებადამცველის თქმით, სასამართლოს განაჩენით, ჟურნალისტს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. მისი შეფასებით, თუნდაც სილა მას დემონსტრაციულად გაეწნა, ეს დანაშაულს არ წარმოადგენს, რადგან მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის წინააღმდეგობა სწორედაც რომ არ გაუწევია. მწარიაშვილი ამბობს, რომ თურქული საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს და არა სამართლებრივი.

„თქვენ გინახავთ თუნდაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სასამართლოს განხილვამდე ათავისუფლებდნენ? მე არ მინახავს. ინდივიდუალური შემთხვევები რომც არ განვიხილოთ, თუ სხეულის დაზიანებები არსებობს, იქ არავითარ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე აღარ ვსაუბრობთ და წერტილი” – ამბობს მწარიაშვილი „ნეტგაზეთთან”.

დღეს შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში თურქი გულშემატკივრების მიერ პოლიციელებზე თავდასხმისა და მზია ამაღლობელის საქმეები ერთმანეთისგან გამიჯნა. მისი თქმით, სტადიონზე მომხდარი ინციდენტი სრულიად განსხვავებული მოვლენაა.

სულხან თამაზაშვილის თქმით, ამაღლობელმა პოლიციელს დემონსტრაციულად გააწნა სილა, ხოლო სტადიონზე მომხდარი ინციდენტი ქომაგების ემოციებითა და აგრესიით იყო განპირობებული.

„მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, პოლიციას გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა და ესენი არიან ქომაგები, რომელთაც აქვთ ასეთი არაადეკვატური [ქცევა].

სულხან თამაზაშვილის თქმით, ბათუმის სტადიონზე მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციის 4 თანამშრომელი დაშავდა. შს მინისტრმა დღეს ასევე დაადასტურა მედიასთან, რომ გუშინდელი შემთხვევის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა გულშემატკივარი გაათავისუფლეს.

მინისტრის თქმით, „ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და ყველა მათგანზე დადგება შედეგი, მათ შორის, შეიძლება აეკრძალოთ ქვეყანაში შემოსვლა გარკვეული პერიოდით”.

სრული სტატია წყაროზეწყარო: publika.ge
  1. მთავარი
  2. პუბლიკა
  3. მაია მწარიაშვილი: შს მინისტრმა დაანგრია მითი მზია ამაღლობელის მსჯავრდების უკან სამართლებრივი მოტივების არსებობაზე

თემა: მინისტრი

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 191 სტატია.

  • იმედი·19:20
    იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: არცერთი ჩვენგანი არ იყო ინფორმირებული, არავინ არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რას აკეთებდნენ უკრაინელები ლიბიაში - შესაბამისად, ის, რაც ზელენსკიმ თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება
  • რუსთავი 2·19:12
    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
  • ამბები.ge·17:39
    “პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო!“ - რა პლაკატები ამოუღეს “ბეშიქთაშის“ ქომაგებს და როგორ დაიწყო სინამდვილეში დაპირისპირება: შს მინისტრი დეტალურად განმარტავს
  • ფორმულა·16:56
    თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
მინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პუბლიკა·18:45

აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი პირადად გაესაუბრა პატიმრობაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ფიგურებს

აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი პირადად გაესაუბრა პატიმრობაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ფიგურებს
პუბლიკა·18:28

შს მინისტრი: მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას გაარტყა სილა და ესენი არიან ქომაგები

შს მინისტრი: მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას გაარტყა სილა და ესენი არიან ქომაგები
პუბლიკა·16:20

სფფ-მ „ლანჩხუთისა“ და ფეხბურთელებისთვის პირობითი დისკვალიფიკაცია მოითხოვა

სფფ-მ „ლანჩხუთისა“ და ფეხბურთელებისთვის პირობითი დისკვალიფიკაცია მოითხოვა
პუბლიკა·16:01

სააპელაციომ 20 წლის ფეხბურთელ ქალზე სექსუალური ძალადობის საქმეზე კლუბის მფლობელს 9 წელი მიუსაჯა

სააპელაციომ 20 წლის ფეხბურთელ ქალზე სექსუალური ძალადობის საქმეზე კლუბის მფლობელს 9 წელი მიუსაჯა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.