ორიგინალი
სფფ-მ „ლანჩხუთისა“ და ფეხბურთელებისთვის პირობითი დისკვალიფიკაცია მოითხოვა
პუბლიკა·16:20

სფფ-მ „ლანჩხუთისა“ და ფეხბურთელებისთვის პირობითი დისკვალიფიკაცია მოითხოვა

27 ნოემბერი, 2026 · 16:20

საქართველოს ფეხბურთის ფედრაციამ სადისციპლინო კომიტეტს ქსკ „ლანჩხუთისა“ და ფეხბურთელებისთვის პირობითი დისკვალიფიკაციის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. საქმე ეხება 29 სექტემბერსა და 11 ნოემბერს „ნიკე-ლუსოსთან“ ჩაშლილ მატჩებს.

საჩივრის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ საქმეში ძირითად სანქციას წარმოადგენს შესაბამისი მატჩების 0:3 წაგებად ჩათვლა, ხოლო დამატებით სანქციებად ფედერაცია ითხოვს:

კლუბის მიმართ პირობით დისკვალიფიკაციას მომდევნო სრული სეზონის განმავლობაში 24-თვიანი გამოსაცდელი ვადით, რომელიც რეალურად აღსრულდება, თუ ამ ვადაში კლუბის ფეხბურთელების, ოფიციალური პირების ან გულშემატკივრების მხრიდან განმეორდება მატჩის ჩაშლის, შეწყვეტის ან ტურნირის ნორმალური მიმდინარეობის შეფერხებისკენ მიმართული, კლუბზე მიკუთვნებადი მსგავსი ქმედება. ორივე შემთხვევაში მონაწილე ფეხბურთელების მიმართ – მომდევნო სეზონში 10-მატჩიან პირობით დისკვალიფიკაციას 24-თვიანი გამოსაცდელი ვადით. მხოლოდ 29 სექტემბრის შემთხვევაში მონაწილე ფეხბურთელების მიმართ – მომდევნო სეზონში 5-მატჩიან პირობით დისკვალიფიკაციას 24-თვიანი გამოსაცდელი ვადით.

პირობითი სანქციის რეალურად აღსრულების საფუძველი მსგავსი ქმედების განმეორება უნდა გახდეს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ფეხბურთელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ კლუბის წევრობით არ უნდა განისაზღვროს — კომიტეტმა თითოეული მათგანის ინდივიდუალური მონაწილეობა და შესაბამისი მტკიცებულებები უნდა შეაფასოს.

ფედერაცია მოთხოვნებს რამდენიმე ძირითად არგუმენტზე აფუძნებს.

ფედერაციის თანახმად, 29 სექტემბერსა და 11 ნოემბერს განვითარებული მოვლენები არსებითად ერთნაირ მოქმედებათა სქემას იმეორებდა. ეს გარემოება, მისი შეფასებით, შემთხვევით ან მხოლოდ ემოციურ რეაქციასთან დაკავშირებულ ინციდენტზე მეტად, განმეორებით და მიზანმიმართულ ქცევაზე მიუთითებს.

საჩივარში მითითებულია კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ვიდეომასალები, მატჩების ოფიციალური ანგარიშები და მსაჯთა ჩანაწერები. ფედერაცია მიიჩნევს, რომ ამ მასალების ერთობლივი შეფასება დაეხმარება კომიტეტს იმის დადგენაში, იყო თუ არა ფეხბურთელთა მოედანზე გამოსვლა მხოლოდ ფორმალური მოქმედება და ემსახურებოდა თუ არა მათი ქცევა მატჩის ჩაშლას.

ფედერაციის პოზიციით, ნორმის ინტერპრეტაციამ უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ მისი სიტყვასიტყვითი ფორმულირება, არამედ მიზანიც — გუნდების მიერ დანიშნულ მატჩებში მონაწილეობის ვალდებულების შესრულება და შეჯიბრების ნორმალური მიმდინარეობის დაცვა. შესაბამისად, გუნდი პასუხისმგებლობას ვერ უნდა გაექცეს მხოლოდ იმით, რომ მატჩის ჩაშლამდე მოედანზე ფორმალურად გავიდა.

დოკუმენტში განხილულია FIFA-ს სადისციპლინო კოდექსი, Fair Play-ის პრინციპები და სპორტული სამართლის საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილებები. ფედერაცია ამ წყაროებს ეყრდნობა იმის დასასაბუთებლად, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობისას გადამწყვეტია ქმედების რეალური შინაარსი, სიმძიმე, შედეგები და განმეორებითობა.

ფედერაციის შეფასებით, ორი მატჩის ჩაშლა აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული შეხვედრების მიმდინარეობას, არამედ ქალთა ეროვნული ლიგის სპორტულ, ორგანიზაციულ და რეპუტაციულ ინტერესებსაც. პირობითი დისკვალიფიკაცია კი, მისი პოზიციით, პასუხისმგებლობასა და მომავალში მსგავსი ქმედებების თავიდან აცილების მიზანს აერთიანებს.

ფედერაცია მიუთითებს, რომ თუ კომიტეტი არ გაიზიარებს მის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტები 86-ე მუხლის შემადგენლობას არ ქმნის, ეს არ უნდა ნიშნავდეს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

ასეთ შემთხვევაში კომიტეტმა, ფედერაციის მოთხოვნით, უნდა შეაფასოს დადგენილი ფაქტები სადისციპლინო კოდექსის სხვა შესაბამისი ნორმების საფუძველზე და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში განსაზღვროს მისი სიმძიმისა და შედეგების შესაბამისი სანქცია.

სადიცსიპლინო კომისიის სხდომა დღეს გაიმართება.

ქსკ „ლანჩხუთი“ წერს, რომ ამ საჩივარს განიხილავენ, როგორც ფედერაციის მხრიდან კლუბსა და ფეხბურთელებზე ზეწოლის მცდელობას. მათივე თქმით, გამოიყენებენ ყველა ხელმისაწვდომ სამართლებრივ მექანიზმს უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

„განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ნაცვლად ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების, პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა, ფედერაციის ძალისხმევა მიმართულია იმ კლუბისა და ფეხბურთელების დასჯისკენ, რომლებიც სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობენ. იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ ფედერაცია თავისი ქმედებებით ფაქტობრივად იცავს დარღვევებთან დაკავშირებული კლუბის ინტერესებს, ხოლო იმ კლუბის მიმართ, რომელიც ამ საკითხებზე საჯაროდ საუბრობს, მკაცრი სადისციპლინო სანქციების გამოყენებას ცდილობს“, – წერს კლუბი.

ასევე იხილეთ „ლანჩხუთი“: პროტესტი არ შეწყდება, სანამ ფეხბურთელების უსაფრთხოებისა და ღირსების შელახვის ფაქტებს სათანადო სანქცია არ მოჰყვება 11 ნოემბერი, 2026

ასევე იხილეთ ქსკ „ლანჩხუთმა“ „ნიკე ლუსოსთან“ მატჩზე უარი განაცხადა და შეხვედრა პროტესტის ნიშნად ჩაშალა 29 სექტემბერი, 2026

სრული სტატია წყაროზეწყარო: publika.ge
  1. მთავარი
  2. პუბლიკა
  3. სფფ-მ „ლანჩხუთისა“ და ფეხბურთელებისთვის პირობითი დისკვალიფიკაცია მოითხოვა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პუბლიკა·16:01

სააპელაციომ 20 წლის ფეხბურთელ ქალზე სექსუალური ძალადობის საქმეზე კლუბის მფლობელს 9 წელი მიუსაჯა

სააპელაციომ 20 წლის ფეხბურთელ ქალზე სექსუალური ძალადობის საქმეზე კლუბის მფლობელს 9 წელი მიუსაჯა
პუბლიკა·14:14

აზერბაიჯანელ იურისტსა და ოპოზიციურ აქტივისტ ნამიზად საფაროვს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აზერბაიჯანელ იურისტსა და ოპოზიციურ აქტივისტ ნამიზად საფაროვს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
პუბლიკა·13:42

ევროკავშირის ლიდერები 2028-2034 წლების ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები 2028-2034 წლების ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ
პუბლიკა·13:38

REA: ტანსაცმლის იმპორტზე 3-ლარიანი წონითი საფასური ფასებს გაზრდის როგორც ბაზრობებზე, ისე ბრენდულ მაღაზიებში

REA: ტანსაცმლის იმპორტზე 3-ლარიანი წონითი საფასური ფასებს გაზრდის როგორც ბაზრობებზე, ისე ბრენდულ მაღაზიებში
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.