ორიგინალი
სააგენტოს ცნობით, არქეოლოგებმა მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს
პუბლიკა·16:13

სააგენტოს ცნობით, არქეოლოგებმა მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს

25 ნოემბერი, 2026 · 16:13

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე – მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღმოჩენა განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობისაა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის ძეგლებზე სამარხი აქამდე არ ყოფილა დაფიქსირებული.

მათივე ცნობით, მოპოვებული მასალები დამატებით სამეცნიერო კვლევებს საჭიროებს, რის შემდეგაც აღმოჩენის ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი.

ექსპედიციის ხელმძღვანელია ჯონი აბულაძე.

„არქეოლოგიურ სამუშაოებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიცია ახორციელებს. მაშავერას გორა მსოფლიოში ცნობილი შულავერი-შომუთეფეს არქეოლოგიური კულტურის (ძვ. წ. VI ათასწლეული) გამორჩეული ძეგლია. იგი, ნეოლითურთან ერთად, ასევე მოიცავს შუა საუკუნეების კულტურულ ფენებს, რაც ამ ტერიტორიაზე ადამიანის ხანგრძლივ ცხოვრებაზე მიუთითებს.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძეგლზე გამოვლენილია ძვ. წ. VI ათასწლეულისთვის დამახასიათებელი, წრიული და ოვალური გეგმარების მქონე ალიზის (გამოუწვავი თიხის აგურის) საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. მოპოვებული არტეფაქტები მკაფიოდ ასახავს უძველესი მიწათმოქმედი საზოგადოების ყოფასა და განვითარების დონეს“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: publika.ge
  1. მთავარი
  2. პუბლიკა
  3. სააგენტოს ცნობით, არქეოლოგებმა მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პუბლიკა·18:44

ღარიბაშვილი: პროკურორების შემოგზავნა „გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა პროპაგანდისტულ მანევრს

ღარიბაშვილი: პროკურორების შემოგზავნა „გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა პროპაგანდისტულ მანევრს
პუბლიკა·18:32

მინსკი: საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაგრძელდეს

მინსკი: საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაგრძელდეს
პუბლიკა·17:11

ლავროვი: რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებითაა დაინტერესებული

ლავროვი: რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებითაა დაინტერესებული
პუბლიკა·16:33

25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საფეიქრო ნაწარმის გაფორმებაზე კილოგრამზე 3 ლარის საფასური ამოქმედდა

25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საფეიქრო ნაწარმის გაფორმებაზე კილოგრამზე 3 ლარის საფასური ამოქმედდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.