ორიგინალი
ღარიბაშვილი: პროკურორების შემოგზავნა „გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა პროპაგანდისტულ მანევრს
პუბლიკა·18:44

ღარიბაშვილი: პროკურორების შემოგზავნა „გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა პროპაგანდისტულ მანევრს

25 ნოემბერი, 2026 · 18:44

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგე წერილს აქვეყნებს და ეხმაურება პროკურატურის განცხადებას.

მისი თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი „გასაუბრებას“ საპროცესო მოქმედებად არ ითვალისწინებს. მას არ აქვს იურიდიული ძალა, არ იძლევა მტკიცებულებათა მოპოვების, დოკუმენტირებისა და საქმეზე დართვის გარანტიას და ემსახურება ერთადერთ მიზანს – შექმნას ილუზია, თითქოს უწყება „ინტერესდებოდა“ ფაქტით.

„სწორედ ამიტომ ციხეში პროკურორების შემოგზავნა „გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა არა ჭეშმარიტების დადგენას, არამედ მანიპულაციასა და პროპაგანდისტულ მანევრს იმის სათქმელად, რომ „პროკურატურა შეეცადა ღარიბაშვილთან გასაუბრებას, მაგრამ მან უარი განაცხადა“ – ეს კლასიკური პოლიტიკური პროპაგანდისტული ხაფანგია. კერძოდ, მსხვერპლს აბრალებენ თანამშრომლობაზე უარის თქმას“, – წერს ღარიბაშვილი.

მისი განმარტებით, უარი თქვა „გასაუბრებაზე“ და მოითხოვა ოფიციალური გამოძიების დაწყება, რაც იმავე დღეს პროკურატურაში ოფიციალური განცხადების შეტანით დასტურდება.

„განცხადებაში გარკვევით დავწერე, რომ მზად ვიყავი დეტალური ჩვენების მისაცემად და სათანადო მტკიცებულებების წარმოსადგენად. პროკურატურის განცხადებაში მკაფიოდ გამოჩნდა მტკიცებულებათა შეფასების ორმაგი სტანდარტი. პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩემი და ადვოკატის განცხადებები „ზოგადი იყო და არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს“. ამავე დროს, თავად პროკურატურა ჩემს წინააღმდეგ შეკერილ ქრთამის საქმეს აფუძნებს საპროცესო გარიგებით „ნაყიდი“ ორი მოწმის (მძევლების) აბსოლუტურად ჰაერიდან აღებულ ზოგად სიტყვებს, რომლებსაც მატერიალური კვალი არ ამყარებს, ხოლო ციხეში ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე გამოძიების დაწყებაზე უარს აცხადებს. ეს აჩვენებს მართლმსაჯულების სრულ შერჩევითობასა და მანიპულაციურ ბუნებას“, – წერს ღარიბაშვილი.

იგი აღნიშნავს, რომ ციხეში პროკურორების „გასაუბრების“ მიზნით შეგზავნა და გამოძიების დაწყებაზე უარი არის მის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური, რეპრესიული და პუნქტობრივად ინსცენირებული პროცესის დასტური.

„ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავად არის რეპრესიული მანქანის მმართველი და ამიტომ საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიებას ვერ დაიწყებდა“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, „ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული“

16 ნოემბერს პროკურატურამ განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებები დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავს და გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. უწყების ცნობით, ვინაიდან ინფორმაცია იყო ზოგადი, გამომძიებელი შეხვედრას აპირებდა ღარიბაშვილთან „გარემოებების დაზუსტების მიზნით, თუმცა მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე“.

ირაკლი ღრიბაშვილი ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ სავარაუდო შანტაჟზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და პოლიტიკურ დევნაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

ის ამბობს, რომ 17 აგვისტოს საჯაროდ გამოაქვეყნა ხელისუფლებისგან მიღებული წერილი, რომელსაც შანტაჟის ხასიათი ჰქონდა და შეიცავდა ულტიმატუმს. მისივე მტკიცებით, ხელისუფლებამ წერილში მითითებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემდეგ მას „აბსურდული“ ბრალი წარუდგინა, პროკურატურას კი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, გამოძიება არ დაუწყია.

„შემდეგ დახურეს პროცესი და დამალეს მასალები. სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე“, – წერდა ირაკლი ღარიბაშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: publika.ge
  1. მთავარი
  2. პუბლიკა
  3. ღარიბაშვილი: პროკურორების შემოგზავნა „გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა პროპაგანდისტულ მანევრს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პუბლიკა·19:18

ზურაბაშვილისა და ჰერჩინსკის შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას

ზურაბაშვილისა და ჰერჩინსკის შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას
პუბლიკა·18:26

რა არის განსხვავებული სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტში? — ახსნილი

რა არის განსხვავებული სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტში? — ახსნილი
პუბლიკა·16:41

Firebird სომხეთში AI მონაცემთა ცენტრში დაგეგმილ ინვესტიციას $8 მილიარდამდე ზრდის

Firebird სომხეთში AI მონაცემთა ცენტრში დაგეგმილ ინვესტიციას $8 მილიარდამდე ზრდის
პუბლიკა·16:28

40-ზე მეტი ორგანიზაცია ეუთოს ხელმძღვანელობაზე აზერბაიჯანის კანდიდატურას ეწინააღმდეგება

40-ზე მეტი ორგანიზაცია ეუთოს ხელმძღვანელობაზე აზერბაიჯანის კანდიდატურას ეწინააღმდეგება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.