ორიგინალი
მინსკი: საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაგრძელდეს
პუბლიკა·18:32

მინსკი: საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაგრძელდეს

25 ნოემბერი, 2026 · 18:32

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ რიჟენკოვის თქმით, მინსკში გამართული შეხვედრით მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთნდობის განმტკიცების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული, რამაც შემდგომი მოლაპარაკებების უკვე ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადატანა გახადა შესაძლებელი.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მინისტრმა თქვა, რომ მინსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან მიიღო.

„ამის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან გვაქვს მხარეებმა მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ ურთიერთნდობის განმტკიცების საქმეში, რამაც შემდგომი მოლაპარაკებების უკვე ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადატანა გახადა შესაძლებელი“ – განაცხადა რიჟენკოვმა.

მინსკში ამას ბელარუსის მოედანზე გამართული მოლაპარაკებების უმთავრეს პოზიტიურ შედეგად მიიჩნევენ.

„რადგან არაფერია იმაზე უკეთესი და, ფაქტობრივად, საიმედო, ვიდრე მოლაპარაკებები დედაქალაქებში, როდესაც მხარეები ურთიერთგაგების იმ დონეს აღწევენ, რომ შეუძლიათ ერთმანეთს სტუმრად ეწვიონ და იმ პრობლემებზე იმსჯელონ, რომლებიც მათ აღელვებთ“ – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი და სერგეი ლავროვის მოადგილე, მიხეილ გალუზინი შეხვდნენ. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ისინი „ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით კონტაქტების გაძლიერებაზე“ შეთანხმდნენ. მათივე თქმით, შეხვედრა რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა.

გალუზინმა რუსული მედიისთვის 22 ნოემბერს მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხარე მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: publika.ge
  1. მთავარი
  2. პუბლიკა
  3. მინსკი: საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაგრძელდეს

თემა: მოსკოვის

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·20:29
    მოსკოვი 7 ქართული კომპანიისთვის სანქციების მოხსნას არ აპირებს - როგორ ეხმაურებიან ამბავს ქართველი პოლიტიკოსები
  • ტვ პირველი·17:00
    რუსეთი პირობებს კარნახობს და მოსკოვში უხმობს ქართულ მხარეს, ეს არის დიპლომატიური კატასტროფა - ხატია დეკანოიძე
  • რუსთავი 2·14:34
    რა მიდგომაც გვაქვს ბრიუსელთან, ის მიდგომა გვაქვს მოსკოვთან. როგორც ბრიუსელთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობას, ასევე მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას - შალვა პაპუაშვილი
  • GHN·14:15
    შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც, მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა - ირაკლი კობახიძე
მოსკოვის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პუბლიკა·19:18

ზურაბაშვილისა და ჰერჩინსკის შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას

ზურაბაშვილისა და ჰერჩინსკის შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას
პუბლიკა·18:26

რა არის განსხვავებული სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტში? — ახსნილი

რა არის განსხვავებული სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტში? — ახსნილი
პუბლიკა·16:41

Firebird სომხეთში AI მონაცემთა ცენტრში დაგეგმილ ინვესტიციას $8 მილიარდამდე ზრდის

Firebird სომხეთში AI მონაცემთა ცენტრში დაგეგმილ ინვესტიციას $8 მილიარდამდე ზრდის
პუბლიკა·16:28

40-ზე მეტი ორგანიზაცია ეუთოს ხელმძღვანელობაზე აზერბაიჯანის კანდიდატურას ეწინააღმდეგება

40-ზე მეტი ორგანიზაცია ეუთოს ხელმძღვანელობაზე აზერბაიჯანის კანდიდატურას ეწინააღმდეგება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.