ორიგინალი
აზერბაიჯანელ იურისტსა და ოპოზიციურ აქტივისტ ნამიზად საფაროვს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
პუბლიკა·14:14

აზერბაიჯანელ იურისტსა და ოპოზიციურ აქტივისტ ნამიზად საფაროვს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

27 ნოემბერი, 2026 · 14:14

ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი

აზერბაიჯანელ იურისტსა და ადვოკატთა კოლეგიის ყოფილ წევრს, ნამიზად საფაროვს, თაღლითობის ბრალდებით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და იურისტების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების სისხლისსამართლებრივი დევნის გაძლიერების ფონზე გამოცხადდა.

საფაროვის განაჩენი 26 ნოემბერს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში გამართულ სხდომაზე გამოიტანეს. წინა სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება საფაროვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა. საფაროვი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი სისხლისსამართლებრივი დევნა აქტივისტურ საქმიანობას უკავშირდება.

საფაროვი მანამდე დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს წევრი იყო. ოპოზიციური პოლიტიკური პლატფორმა აზერბაიჯანში 2013 წელს შეიქმნა და მიზნად სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფის გაერთიანებასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას ისახავდა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, საფაროვმა ორგანიზაცია 2020 წელს დატოვა, რაც მის ზოგიერთ წევრთან და პოლიტიკურ მიდგომებთან უთანხმოებით იყო განპირობებული. ორგანიზაციიდან წასვლის შემდეგ მან პოლიტიკური და უფლებადაცვითი საქმიანობა გააგრძელა.

2023 წლის დეკემბერში საფაროვმა აზერბაიჯანში 2024 წლის 7 თებერვლისთვის დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოაცხადა და კანდიდატურის წარსადგენად საჭირო დოკუმენტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) წარუდგინა. ცესკომ მისი წარდგენა 30 დეკემბერს დაადასტურა, მომდევნო დღეს კი ხელმოწერების შესაგროვებლად საჭირო ფურცლები გადასცა. თუმცა, საფაროვმა შევსებული ფურცლები კომისიას აღარ დაუბრუნა და საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ დოკუმენტების დაგვიანებით მიღების გამო საჭირო ხელმოწერების შესაგროვებლად საკმარისი დრო არ დარჩა.

2024 წელს საფაროვი აზერბაიჯანის სახალხო პარლამენტს შეუერთდა – ეს საზღვარგარეთ მცხოვრები პოლიტიკური ემიგრანტების მიერ შექმნილი ოპოზიციური ინიციატივაა.

საფაროვი პოლიციამ 2025 წლის 9 დეკემბერს დააკავა. მას ნდობის ბოროტად გამოყენების გზით 53 000 აზერბაიჯანული მანათის (31 000 აშშ დოლარის) მითვისებას ედავებიან.

ბრალდების მხარის ვერსიით, მოქალაქე გუნელ აფანდიევამ, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, იურიდიული დახმარებისთვის საფაროვს მიმართა და მიუხედავად იმისა, რომ ის იმ დროისთვის აზერბაიჯანის ადვოკატთა კოლეგიის წევრი აღარ იყო, საფაროვმა განაცხადა, რომ მის დახმარებას შეძლებდა.

საფაროვი აზერბაიჯანის ადვოკატთა კოლეგიიდან 2005 წელს გარიცხეს. თავად ის გადაწყვეტილებას კოლეგიის ხელმძღვანელობის კრიტიკას უკავშირებდა, კოლეგიაში კი აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილება სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევის საფუძველზე მიიღეს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, საფაროვი აფანდიევას სამსახურში აღდგენას თანამდებობის პირებთან საკუთარი კავშირების გამოყენებით დაჰპირდა და სანაცვლოდ 53 000 მანათი მიიღო. თუმცა, მან დაპირება არ შეასრულა, რის შემდეგაც აფანდიევამ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. საფაროვი ბრალდებას უარყოფს.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

ასევე იხილეთ გაუჩინარდა აზერბაიჯანელი აქტივისტი, რომელმაც გაკვეთილები დაგეგმა პროტესტის მონაწილე მოსწავლეებისთვის 15 ოქტომბერი, 2026

ასევე იხილეთ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ალიევს: მომისაჯეთ უვადო პატიმრობა, გაათავისუფლეთ ქალი პოლიტპატიმრები 28 სექტემბერი, 2026

სრული სტატია წყაროზეწყარო: publika.ge
  1. მთავარი
  2. პუბლიკა
  3. აზერბაიჯანელ იურისტსა და ოპოზიციურ აქტივისტ ნამიზად საფაროვს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პუბლიკა·13:42

ევროკავშირის ლიდერები 2028-2034 წლების ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები 2028-2034 წლების ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ
პუბლიკა·13:38

REA: ტანსაცმლის იმპორტზე 3-ლარიანი წონითი საფასური ფასებს გაზრდის როგორც ბაზრობებზე, ისე ბრენდულ მაღაზიებში

REA: ტანსაცმლის იმპორტზე 3-ლარიანი წონითი საფასური ფასებს გაზრდის როგორც ბაზრობებზე, ისე ბრენდულ მაღაზიებში
პუბლიკა·12:36

TI-ის ანგარიში: უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

TI-ის ანგარიში: უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს
პუბლიკა·11:18

SJC „იგლ ჰილს”-ის პროექტის საჯარო განხილვაზე მოქალაქეების არშეშვებას ეხმაურება

SJC „იგლ ჰილს”-ის პროექტის საჯარო განხილვაზე მოქალაქეების არშეშვებას ეხმაურება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.