ორიგინალი
თამაზაშვილი: „ის თამაშრომელი, რომელიც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებაზე იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული დაკონტრაქტებული კერძო კომპანია
პუბლიკა·17:17

თამაზაშვილი: „ის თამაშრომელი, რომელიც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებაზე იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული დაკონტრაქტებული კერძო კომპანია

27 ნოემბერი, 2026 · 17:17

შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

თამაზაშვილი ამბობს, რომ თურქ კოლეგას გუშინდელი სატელეფონო საუბრისას განუმარტა, რომ პალესტინის დროშის ჩამოხსნა არ იყო ქართული მხარის ინიციატივა და „UEFA-ს დელეგატმა მიუთითა, რომ შეთანხმებისამებრ ეს [დროშა] უნდა აეღოთ“.

„დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით იკითხა, თუ რატომ გახდა ამისი აუცილებლობა, ვუპასუხე მე რომ ეს არ იყო ჩვენი მხარის… კადრებშიც ჩანს სახელმწიფოს წარმომადგენელი არ მიდის… ეს არის მოწესრიგებული კანონის მიერ, ისეთი შინაარსის ბანერები მათ შორის დროშები, რომლებმაც შესაძლოა სპორტული ღონისძიების დროს გამოიწვიოს მღელვარება და დაძაბულობა იკრძალება. UEFA-ს წარმომადგენელი სტადიონზე იმყოფებოდა და ყველა საერთაშორისო მატჩის წინ ტარდება წინა მატჩის თათბირი. ამ თათბირზე განიხილება მსგავსი ტიპის საკითხები, მათ შორის განხილული იყო ეს საკითხიც და UEFA-ს წარმომადგენლების მხრიდან იყო რეკომენდებული. მოთხოვნა იყო, რომ გარდა თურქეთის სახელმწიფო დროშისა, ისრაელის სახელმწიფო დროშისა და საქართველოს სახელმწიფო დროშისა. რადგან საქართველოში იყო თამაში, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკები არ უნდა გამოყენებულიყო, აი ეს პირობა იყო ამ შემთხვევაში დარღვევაც და UEFA-ს დელეგატმა მიუთითა, რომ შეთანხმებისამებრ ეს უნდა აეღოთ. ის რომელიღაცამ, ვინც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებაზე იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული დაკონტრაქტებული კერძო კომპანია, რომელსაც ევალებოდა ეს ქმედება“, – განმარტა თამაზაშვილმა.

გუშინ ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის” გულშემატკივრებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება იყო მატჩის დაწყებამდეც. შსს-ს ცნობით მომხდართან დაკავშირებით დააკავეს 16 ადამიანი, დაშავდა 3 პოლიციელი.

მომხდარს კრიტიკული შეფასებებით გამოეხმაურნენ თურქული მხარის წარმომადგენლები. თურქულ მედიაში ასევე გავრცელდა შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილისა და თურქ კოლეგას მუსტაფა ჩიფთჩის სატელეფონო საუბრის ვიდეოჩანაწერი. მათივე ცნობით, ჩიფთჩიმ შეშფოთება გამოთქვა თურქი გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო და თურქეთში მათი უსაფრთხო დაბრუნების მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: publika.ge
  1. მთავარი
  2. პუბლიკა
  3. თამაზაშვილი: „ის თამაშრომელი, რომელიც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებაზე იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული დაკონტრაქტებული კერძო კომპანია

თემა: ბეშიქთაშის

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • ტვ პირველი·16:33
    “ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ ქომაგები ერთმანეთს ბათუმის აეროპორტშიც დაუპირისპირდნენ
  • ამბები.ge·16:24
    ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში "ბეშიქთაშისა“ და "ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო კლუბების მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
  • ფორმულა·15:10
    შსს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა
  • კომერსანტი·10:30
    UEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
ბეშიქთაშის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პუბლიკა·11:50

თამთა მიქელაძე: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შსს-ს მთელ მენეჯმენტს უნდა დაეკისროს

თამთა მიქელაძე: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შსს-ს მთელ მენეჯმენტს უნდა დაეკისროს
პუბლიკა·00:28

RSF: პროტესტიდან ორი წლის შემდეგ ჟურნალისტებზე ძალადობა კვლავ დაუსჯელი რჩება, მედიაზე ზეწოლა კი ინსტიტუციონალიზებულ ხასიათს იძენს

RSF: პროტესტიდან ორი წლის შემდეგ ჟურნალისტებზე ძალადობა კვლავ დაუსჯელი რჩება, მედიაზე ზეწოლა კი ინსტიტუციონალიზებულ ხასიათს იძენს
პუბლიკა·22:41

RES: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

RES: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
პუბლიკა·22:27

კობახიძე: ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ქართული სპორტის განვითარებისთვის

კობახიძე: ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ქართული სპორტის განვითარებისთვის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.