ორიგინალი
ზურაბაშვილისა და ჰერჩინსკის შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას
პუბლიკა·19:18

ზურაბაშვილისა და ჰერჩინსკის შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას

26 ნოემბერი, 2026 · 19:18

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.“

„მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დებატებსა და რეზოლუციას ამყარებს ევროკომისიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება და კიდევ ერთხელ ეთხოვა ევროკავშირის მხარეს, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ მოიაზრება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით დამდგარია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქართულ მხარეს არ მიუღია მსგავსი ინფორმაცია, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის მხრიდან ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. აქვე ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ შეხვედრისას „კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი ურყევი ერთგულება და ხაზი გაუსვა მხარეებს შორის ღია დიალოგის მნიშვნელობას.“

ევროპარლამენტმა 441 ხმით მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ.

კერძოდ, პაატა ბურჭულაძისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური პატიმრების შესახებ რეზოლუციას მხარი 441-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა – 47, ხოლო 86-მა – თავი შეიკავა.

რეზოლუციით ევროპარლამენტარებმა დაგმეს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენებს და საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება მოითხოვეს. მათ შორის, რეზოლუციაში ნახსენები არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად დაიცვას სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტები და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა, ასევე ხელოვანების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლო შევიწროება.

რეზოლუციის თანახმად, აუცილებელია დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელი გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დასჯა.

ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ევროპული ღირებულებების პატივისცემა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესის აუცილებელი პირობაა.

ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირს კოორდინირებული რეაგირების შენარჩუნებისა და ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. სანქციები უნდა მოიცავდეს აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვას იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელყოფასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: publika.ge
  1. მთავარი
  2. პუბლიკა
  3. ზურაბაშვილისა და ჰერჩინსკის შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას

თემა: ზურაბაშვილი

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • ფორმულა·19:15
    გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
  • პოსტივი·19:05
    საგარეო უწყება: გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი
  • აიპრესი·18:56
    გიორგი ზურაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
  • პალიტრა ნიუსი·18:48
    საგარეო უწყება - გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია
ზურაბაშვილიევროპარლამენტმარეზოლუცია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პუბლიკა·18:26

რა არის განსხვავებული სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტში? — ახსნილი

რა არის განსხვავებული სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტში? — ახსნილი
პუბლიკა·16:41

Firebird სომხეთში AI მონაცემთა ცენტრში დაგეგმილ ინვესტიციას $8 მილიარდამდე ზრდის

Firebird სომხეთში AI მონაცემთა ცენტრში დაგეგმილ ინვესტიციას $8 მილიარდამდე ზრდის
პუბლიკა·16:28

40-ზე მეტი ორგანიზაცია ეუთოს ხელმძღვანელობაზე აზერბაიჯანის კანდიდატურას ეწინააღმდეგება

40-ზე მეტი ორგანიზაცია ეუთოს ხელმძღვანელობაზე აზერბაიჯანის კანდიდატურას ეწინააღმდეგება
პუბლიკა·15:56

ევროპარლამენტმა 441 ხმით მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ

ევროპარლამენტმა 441 ხმით მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.