მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მე გამიკვირდა თინას განცხადება, იმიტომ, რომ არაფერი ამ სხდომაში არალეგიტიმური არ იყო - გიორგი ბარამიძე ბოკუჩავას ბრალდებებზე
მე გამიკვირდა თინას განცხადება, იმიტომ, რომ არაფერი ამ სხდომაში არალეგიტიმური არ იყო - გიორგი ბარამიძე ბოკუჩავას ბრალდებებზე

მე გამიკვირდა თინას განცხადება, იმიტომ, რომ არაფერი ამ სხდომაში არალეგიტიმური არ იყო - გიორგი ბარამიძე ბოკუჩავას ბრალდებებზე

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 12:50|rustavi2.ge

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადავიდა. ბოიკოტში მყოფი თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილს და პეტრე ცისკარიშვილს პარტიის მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს. მოქმედმა თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომა არალეგიტიმურად, ხელმოწერები გაყალბებულად, შემაჯამებელი ოქმი კი გადამალულად გამოაცხადა.

ბოკუჩავა, რომელსაც უკვე მთელი გუნდი აუჯანყდა, ამტკიცებს, რომ პეტრე ცისკარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით - პარტიის წესდებას გვერდი აუარა და პოლიტსაბჭოს სხდომა კანონდარღვევით ჩაატარა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 5 აგვისტოს ყრილობის ლეგიტიმაციასაც.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი დაშლილ ოპოზიციურ ალიანსს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საკუთარ წარუმატებლობას მას აბრალებენ.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის' პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის თქმით, თინა ბოკუჩავას განცხადებები გაუკვირდა, რადგან გამართულ სხდომაში არალეგიტიმური არაფერი ყოფილა.

"მე გამიკვირდა თინას განცხადება, იმიტომ, რომ არაფერი ამ სხდომაში არალეგიტიმური არ იყო. რომ არ ყოფილიყო ქვორუმი, სხდომა არც ჩატარდებოდა. ოქმს მიიღებს თითოეული წევრი, მათ შორის, ბუნებრივია თავმჯდომარე ინტერესების შემთხვევაში. ვთვლი, რომ ქობულეთიდან ჩამოსვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, რადგან ასე ჩამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა რეგიონებიდან. მოგეხსენებათ, ჩვენი რეგიონული ორგანიზაციების თითოეული რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არის პოლიტსაბჭოს წევრი და ყრილობის დასანიშნად არავის, არანაირი მანიპულაცია არ სჭირდებოდა. ეს შეუძლია, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრებს - მთლიან შემადგენლობას, ასევე გენერალურ მდივანს. გენერალური მდივნისკენ იყო საყვედურები, მაგრამ გენერალურ მდივანს ამდაგვარი რაღაცების გაკეთება საერთოდ არ სჭირდება, მასაც შეუძლია წესდებიდან გამომდინარე დანიშნოს სხდომა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავაიმედი
  • სამწუხაროა, თუ ქალბატონმა თინამ საკუთარ პარტიასთან ბრძოლის ეს გზა აირჩია - ცისკარიშვილი ბოკუჩავას ბრალდებებს პასუხობსტვ პირველი
  • ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავესნეტგაზეთი
  • შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებაBM.GE
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

რუსთავი 2

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

რუსთავი 2

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

რუსთავი 2

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

რუსთავი 2