მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საფრანგეთში, ტყის ხანძრების განზრახ ან შემთხვევით გაჩენის ბრალდებით, 420 ადამიანი დააკავეს
საფრანგეთში, ტყის ხანძრების განზრახ ან შემთხვევით გაჩენის ბრალდებით, 420 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში, ტყის ხანძრების განზრახ ან შემთხვევით გაჩენის ბრალდებით, 420 ადამიანი დააკავეს

რუსთავი 210 აგვისტო, 2026, 10:14|rustavi2.ge

საფრანგეთში სამართალდამცველებმა 420 ადამიანი დააკავეს, ტყის ხანძრების განზრახ ან შემთხვევით გაჩენის ბრალდებით. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეჭვმიტანილთა შორის 166 არასრულწლოვანია.

BBC-ის ცნობით, ერთ-ერთ შემთხვევაში 23 წლის მამაკაცს ბრალად ედება გასულ თვეში სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის, ვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, 5 დღის განმავლობაში, 10 ხანძრის განზრახ გაჩენა.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 150 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

BBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების შეფასებით, საფრანგეთში ტყის ხანძრების უმეტესობა შემთხვევით ჩნდება და მათი მხოლოდ მცირე ნაწილია განზრახ გაჩენილი. ხანძრების გამომწვევ მიზეზებს შორის სახელდება სამშენებლო სამუშაოებიდან წარმოქმნილი ნაპერწკლები, გაუმართავი ელექტრომოწყობილობები, სიგარეტის ნამწვი და ტყეში დანთებული კოცონი.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში ბოლო დღეებში ხანძრებთან დაკავშირებით ვითარება დასტაბილურდა და ტურისტებს უკვე რეგიონში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • შსს: გლოვოს კურიერზე ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათგან 2 არასრულწლოვანიაფორმულა
  • ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინაBM.GE
  • ამოღებულია "მეთადონი" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავესტვ პირველი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია: არის თუ არა დამთხვევა, რომ კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები ზუსტად იმ მოდელის მიხედვით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და "ენჯეოშნიკები". პირადად მე, ასეთი დამთხვევების არ მჯერა

ირაკლი კირცხალია: "ნაციონალური მოძრაობის", მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალების, ასევე მდიდარი ენჯეოებისთვის, რომლებიც "დიფ სთეითის" აგენტურად იქცნენ, რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი

სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

რუსთავი 2

ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია ირანზე ეკონომიკური ზეწოლის შედეგებს აკვირდება

ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია ირანზე ეკონომიკური ზეწოლის შედეგებს აკვირდება

რუსთავი 2