მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. რევოლუციის 5 მცდელობა და დესტაბილიზაციის არაერთი სცენარი - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის 6-წლიან გეგმაზე საუბრობს
რევოლუციის 5 მცდელობა და დესტაბილიზაციის არაერთი სცენარი - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის 6-წლიან გეგმაზე საუბრობს

რევოლუციის 5 მცდელობა და დესტაბილიზაციის არაერთი სცენარი - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის 6-წლიან გეგმაზე საუბრობს

რუსთავი 231 აგვისტო, 2026, 21:32|rustavi2.ge

ქვეყნის გარეთ დაგეგმილი და ქვეყნის შიგნით აღკვეთილი რევოლუციის 5 და დესტაბილიზაციის, ომში ჩართვის არაერთი მცდელობა. ხელისუფლების დამხობის 6-წლიანი გეგმა - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ქრონოლოგიურად, ფაქტობრივი სიზუსტით, ვრცელ წერილში გაიხსენა. ლევან მაჭავარიანი წერს, რომ ენჯეოები და ოპოზიციური პარტიები საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, გარე ძალების ინტერესების შესაბამისად მოქმედებაზე, ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გადავიდნენ. ხელოვნური კრიზისის გამოწვევის მიზნით, გააყალბა "ისფედმა" ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც. დესტაბილიზაციის მცდელობის უწყვეტმა პროცესმა კულმინაციას 2025 წლის 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის შტურმის დროს მიაღწია. სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა დროს ამოქმედებული რადიკალური სცენარის მიზანი კი, ბოლო 6 წლის განმავლობაში მუდმივად ერთი იყო - დაემხოთ საქართველოს ხელისუფლება.

ძალადობრივ მოვლენებს წინ უძღოდა ტრენინგები საქართველოს მასშტაბით. რევოლუციური პროცესებისთვის კონკრეტული ჯგუფების გადამზადება წლების განმავლობაში ჯერ "აკერმანის" ტრენინგების მეშვეობით, მოგვიანებით კი "კანვასის" ფარულ შეკრებებზე ხდებოდა - ამის შესახებ სახელისუფლებო გუნდი უკვე დიდი ხანია საუბრობს, მათ შორის, ქართულ პოლიტიკაში ენჯეოების გავლით შემოსულ უცხოურ ფულზე, რომელიც რადიკალურ მიზნებს წლების განმავლობაში ხმარდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კონკრეტული ფაქტებიც გაიხსენა.

სახელისუფლებო გუნდის მიერ მხილებული ოპოზიცია კი დღეს თავის მართლების რეჟიმშია. ბრალდების მთავარი ადრესატების პარტიებში ამტკიცებენ, რომ არც არაჟნების კონტეინერით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს ჰქონია რევოლუციური გეგმა და არც გაქცეულ გახარიას ხელისუფლების ჩამოშლის მოტივაცია.

თავის მართლების რეჟიმში მყოფ ოპოზიციას სამშობლოს მტრობაში ადანაშაულებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი. ვრცელ წერილში ლევან მაჭავარიანი ქვეყნის გარეთ შემუშავებული გეგმის შემსრულებლებისგან ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გარე ძალების მიერ შემუშავებული ჰიბრიდული ომისა და დესტაბილიზაციის მცდელობები გაიხსენეს კანონმდებლებმაც. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ქვეყნის დაზიანების მრავალწლიანი მცდელობისთვის პასუხისმგებლობა, სწორედ ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მათ იდეურ მოკავშირეებს ეკისრებათ.

სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებული არიან, რომ 6 წლის განმავლობაში, ურთულესი გამოწვევებისა და რევოლუციის არაერთი მცდელობის შემდეგ, თავად ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების დიდმა ნაწილმაც გააცნობიერა, რომ საქართველოში მშვიდობის გარანტი "ქართული ოცნებაა" - სწორედ ამას წერს ლევან მაჭავარიანი ღია წერილის დასკვნით ნაწილში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მცდელობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე: ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია, მათი მეთოდი არის მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიაზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ, პოლიტიკურად აქციონ ყველაფერიიმედი
  • ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო - გორდულაძეტვ პირველი
  • დიდი ოდენობით თაღლითობა და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა – 5 პირს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
  • თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავესფორმულა
მცდელობა →

მსგავსი სტატიები

16 კონცერტი, საიდუმლო სიმღერა და დიდი დაბრუნება - სელინ დიონი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

16 კონცერტი, საიდუმლო სიმღერა და დიდი დაბრუნება - სელინ დიონი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

რუსთავი 2

სტიქიის მეექვსე დღე ნეპალში - ათასობით სამხედრო, პოლიციელი, მოხალისე, ალპინისტი თუ ინჟინერი, დაკარგულების გადასარჩენად იბრძვის

სტიქიის მეექვსე დღე ნეპალში - ათასობით სამხედრო, პოლიციელი, მოხალისე, ალპინისტი თუ ინჟინერი, დაკარგულების გადასარჩენად იბრძვის

რუსთავი 2

საპროტესტო აქციები მიგრანტების წინააღმდეგ და პოლიციასთან დაპირისპირება - 15 წლის გოგონაზე თავდასხმის შემდეგ, ბრიტანეთში არეულობა გრძელდება

საპროტესტო აქციები მიგრანტების წინააღმდეგ და პოლიციასთან დაპირისპირება - 15 წლის გოგონაზე თავდასხმის შემდეგ, ბრიტანეთში არეულობა გრძელდება

რუსთავი 2

საქართველოს ეკონომიკის ზრდამ იანვარ-ივლისში 7,9% შეადგინა - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემები

საქართველოს ეკონომიკის ზრდამ იანვარ-ივლისში 7,9% შეადგინა - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემები

რუსთავი 2