"აშკარად ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური აქცია. ის, რასაც ვხედავთ ჩვენ ამ ე.წ. ევროპის დღეების სერიებით, რომელიც ბოლო ორი-სამი წელია ასე მიმდინარეობს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროპის დღეები რეალურად ევროპის სიძულვილის დღეებად იქცა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის საელჩო აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად მართავს და არც კი იწვევს ხელისუფლებას.
"ვხედავთ, რომ ევროკავშირის საელჩო საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე აორგანიზებს ამ დღეებს, არც კი იწვევს ხელისუფლებას - თითქოს არ არსებობდეს, თითქოს ვაკუუმში, ხელისუფლების არმქონე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
ვხედავთ, რომ ევროპის დღეები, რეალურად, იქცა ევროპული სიძულვილის დღეებად, რომელიც ყოველ ჯერზე სიძულვილს გამოხატვის.
პირველ შემთხვევაში, 2024 წელს, როდესაც თბილისში ჩატარდა ევროპის დღე ჟურნალისტებზე თავდასხმა ვნახეთ. შემდეგ ჯერზე, 9 მაისი ისე ჩაატარეს ევროპის დღეები, რომ არც კი ახსენეს ქართველების წვლილი ფაშიზმზე გამარჯვების მხრივ. 9 მაისი არც კი მიულოცა ევროკავშირის ელჩმა ქართველ ხალხს. შემდეგ ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის მაგინებელი კორძაია ჰყავდათ მიწვეული გამომსვლელად, ახლაც ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის მაგინებელი, მიხეილ სააკაშვილის მრევლი ჰყავდათ მიწვეული მუსიკალურ წარმომადგენლობად.
რეალურად, იქამდე დაიყვანა ევროკავშირის საელჩომ ეს ყველაფერი, რომ ევროპის დღეები აქცია ევროპული სიძულვილის დღეებად, რომელიც ყოველ ჯერზე სიძულვილს გამოხატვის. ევროკავშირის ელჩის ეს გამოსვლა, ისევე როგორც წინა გამოსვლები, არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია, რომლის მიზანიც ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოების განწყობაა. ამას ბონუსად ემატება სიძულვილი, რომელსაც ამ დღეებით, ამ ღონისძიებებით თესავენ.
"ვულოცავ ევროკავშირის ელჩს", რომ ევროპის დღეები აქცია ევროპული სიძულვილის დღეებად. არ ვიცი, აპირებს თუ არა ევროპული სიძულვილის დღეების გაგრძელებას, მაგრამ ისეთ ჯიუტად იქცევა, რომ დარწმუნებული ვარ, რაღაც ასეთებს მოიფიქრებს. უტიფრად ცდილობს საქართველოს მოსახლეობას ცხვირწინ უტრიალოს ის ხალხი, ვინც მათ აგინებს და ვინც სიძულვილს თესავს.
ეს ყველაფერი აჩვენებს სამწუხარო მდგომარეობას, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ აქტორთან და არა დიპლომატიურ მისიასთან. ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა, რაც ჰერჩინსკიმ არაერთხელ ჩაიდინა. ის რამდენჯერმე იყო დაბარებული, საგარეო საქმეთა სამინისტროში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge