რუსთავი 2|rustavi2.ge
ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ. ასევე, ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ "ოლე ოლას" არ მღერიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, კახეთში გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩის ქმედებები წარმოადგენს ვენის კონვენციის პირდაპირ დარღვევას.
"ერთი გამონათქვამი მინდა გავიხსენო - ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ. ასევე, ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ "ოლე ოლას" არ მღერიან. ეს არის ჩემი გზავნილი მის მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge