მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი შეინიშნება განწყობების და გარკვეული ნაბიჯების დონეზეც, პროგრესი არის მინიმალური და ამის მიზეზია დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია კონკრეტული ბიუროკრატების დამოკიდებულებაზე, რომლებიც ხელს უშლიან ურთიერთობების გადატვირთვას.

"ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა დიალოგისთვის, დისკუსიისთვის, ყველა საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს არავითარი დახურული საკითხი. მზად ვართ დისკუსიისთის, თუ იქნება ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების გადატვირთვას, თუმცა ამ ეტაპამდე ვართ მოლოდინის რეჟიმში. ქვეყნების დონეზე არის არსებითი ცვლილება, თუმცა ამას ნაკლებად ვიტყოდი ევროკომისიის ხელმძღვანელობაზე. სამწუხაროდ, ევროკომისიის ხელმძღვანელობა კვლავაც გამოირჩევა ხისტი დამოკიდებულებით, რაც არის სამწუხარო. თუ გადაიხედება ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ურთიერთობები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

რუსთავი 2

იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

რუსთავი 2

ზაალ ანჯაფარიძე: პენსიების ზრდის ინიციატივა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - მთავარია, ხელისუფლებას ხალხის მოსმენის უნარი და სურვილი ჰქონდეს

ზაალ ანჯაფარიძე: პენსიების ზრდის ინიციატივა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - მთავარია, ხელისუფლებას ხალხის მოსმენის უნარი და სურვილი ჰქონდეს

რუსთავი 2

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი- ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და კვლავ განაგრძოს შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს