მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ისინი ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ოთარ ფარცხალაძე გავლენას ახდენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც იყო სიყალბე, ტყუილი, აქედან გამომდინარე, რაც შეეხება სხვა სანქციებს, რა სანქციებიც თავის დროზე წინა ადმინისტრაციამ აამოქმედა, ყველა სანქცია იყო სიყალბეზე აგებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, რეალურად, ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდა გავლენა ოთარ ფარცხალაძეს.

"საუბარი იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა ქართულ პოლიტიკაზე და საზოგადოებაზე გავლენა, რაც მათ შორის თავისუფლად შეიძლებოდა აღექვა საზოგადოებას როგორც თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე. რეალურად, ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდა გავლენა ოთარ ფარცხალაძეს. ეს მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს თავის დროზე წინა ადმინისტრაციიდან და რაც შეეხება საზოგადოებაზე ზეგავლენას, ეს საერთოდ აბსურდია ხომ? რა საზოგადოებაზე ზეგავლენა ჰქონდა ფარცხალაძეს, ეს საერთოდ კომიკურია ხომ? საზოგადოებაზე არ ჰქონია არავითარი ზეგავლენა, ყველამ ვიცით. და პოლიტიკაზე ზეგავლენა რომ ჰქონოდა, ამასთან დაკავშირებით ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. ანუ ისიც ყალბი იყო. რუსეთის სასარგებლოდ პოლიტიკაზე გავლენაზე ჰქონდათ საუბარი და საზოგადოებაზე რა გავლენა ჰქონდა. მედიამაგნატი იყო, თუ რაიმე სხვა ფორმით იყო ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში?! ისინი ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ოთარ ფარცხალაძე გავლენას ახდენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც იყო სიყალბე, ტყუილი იყო. აქედან გამომდინარე, რაც შეეხება სხვა სანქციებს, რა სანქციებიც თავის დროზე წინა ადმინისტრაციამ აამოქმედა, ყველა სანქცია იყო სიყალბეზე აგებული", - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს

რუსთავი 2

სპორტის მინისტრი ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა

სპორტის მინისტრი ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა

რუსთავი 2

ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ ის ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა - ნინო ფოჩხუა

ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ ის ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა - ნინო ფოჩხუა

რუსთავი 2

ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა