ორიგინალი
პრემიერი: ევროპის ქვეყნებში სერიოზული იდენტობის კრიზისია ეთნიკური, რელიგიური, პიროვნული იდენტობის კუთხით, საქართველოს ისტორიული არჩევანია ევროპა, ევროპამ თუ დაკარგა საკუთარი ევროპული იდენტობა, ეს არსებითი პრობლემაა
რუსთავი 2

პრემიერი: ევროპის ქვეყნებში სერიოზული იდენტობის კრიზისია ეთნიკური, რელიგიური, პიროვნული იდენტობის კუთხით, საქართველოს ისტორიული არჩევანია ევროპა, ევროპამ თუ დაკარგა საკუთარი ევროპული იდენტობა, ეს არსებითი პრობლემაა

იდენტობის სერიოზული კრიზისია ევროპაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის ქვეყნებში არის სერიოზული იდენტობის კრიზისი ეთნიკური, რელიგიური, პიროვნული იდენტობის კუთხით.

"ჩვენ რატომ ვითხოვთ დიალოგს და დისკუსიას - ვითხოვთ ერთადერთი მარტივი მიზეზით, როცა გვეუბნებიან მაგალითად, რომ ხელისუფლებამ და ქვეყანამ გადაუხვია ევროპულ კურსს, აგვიხსნან, რით გამოიხატება ეს, ოღონდ აგვიხსნან. ხომ უნდა დავსხდეთ და აგვიხსნან, განგვიმარტონ, არგუმენტები წარმოადგინონ, იქნებ ჩვენც გვაქვს ჩვენი არგუმენტები. მაგალითად კანონებთან დაკავშირებით.

ისინი თავის დროზე გამოვიდნენ სამარცხვინო კამპანიით გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რაც უკვე მთელმა საზოგადოებამ გაიგო. მთელმა საზოგადოებამ ხომ გაიგო უკვე, რომ ეს კანონი არ იყო რუსული. გამოვიდა სამარცხვინოდ ამერიკის მაშინდელი ელჩი, ევროკავშირის ელჩი და სამარცხვინო, სიცრუეზე აგებული კამპანია აწარმოეს ამ კანონის წინააღმდეგ, ხომ გაიგო უკვე ყველამ. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ გვჭირდება ჩვენ განმარტების მოსმენა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რატომ აწარმოეს თავის დროზე ეს კამპანია. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, ამისთვის არის საჭირო დისკუსია. ან როცა ვსაუბრობთ კანონზე ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ, იქაც ხომ უნდა აგვიხსნან, რატომ არის არაევროპული ის, რომ არ შეიძლება წავიდეს ვიღაც, სახელად ჯუმბერი და ჩაეწეროს ქალად. ხომ უნდა აგვიხსნან, რომ ეს არის ცუდი, განგვიმარტონ. ამიტომ ვითხოვთ დისკუსიას, მეტი კი არაფერი.

იდენტობის სერიოზული კრიზისია ევროპაში. პირველი, დავიწყოთ ეთნიკური საკითხებით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვს ევროპის ქვეყნებს, არის თავსმოხვეული მიგრაცია, რასაც პირდაპირ გადაწყვეტილებების დონეზე ახვევენ თავს. ამან გამოიწვია ეთნიკური მონაცემების რადიკალური ცვლილება. ეს ერთი, პირველი ფაქტი. ამიტომ გვინდა დისკუსია, რომ ფაქტებით ვისაუბროთ. მეორე - რელიგიური იდენტობა. უკვე არის არაერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები აცხადებს საკუთარ თავს ქრისტიანად. ეს რელიგიური იდენტობა. რაც შეეხება პიროვნულ იდენტობას: ჩვენს მიმართ აქვთ ეს მოთხოვნა, სხვა ქვეყნებს თავი დავანებოთ, რომ შენ შეგიძლია, შენ უნდა წახვიდე რეესტრში და შენ რომ ხარ კაცი, შეგიძლია ჩაეწერო ქალად. ამას ითხოვენ ჩვენგან. ეს არ არის პიროვნული იდენტობის დაკარგვა? ზეპირი და ზოგადი განცხადებები არის სხვა რამე, მაგრამ ფაქტები არის ის, რომ ევროპის ქვეყნებში არის სერიოზული იდენტობის კრიზისი ეთნიკური, რელიგიური, პიროვნული იდენტობის კუთხით. ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, რომ წახვიდე და ერთნაირსქესიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს, შეიძლება წავიდეს კაცი და ჩაეწეროს ქალად, ქალი შეიძლება წავიდეს და ჩაეწეროს კაცად.

საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ევროპა ხომ არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. ევროკავშირი უკვე რამდენიმე ათეული წელია შეიქმნა. ჩვენი ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ევროკავშირი არის ინსტიტუციური გამოხატულება. ამიტომ ისტორიულ არჩევანზე როცა ვსაუბრობთ, ესეც სწორად უნდა ითქვას, რომ ევროპა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. და რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - იდენტობის პრობლემებზე - ევროპამ თუ დაკარგა საკუთარი ევროპული იდენტობა, ეს არსებითი პრობლემაა. ჩვენ რას ვამბობთ, რომ იმედი გვაქვს, ევროპა მოახერხებს, მათ შორის ევროკავშირი მოახერხებს შემობრუნებას. ძალიან სწრაფად იცვლება გლობალურად მოვლენები და შეიძლება რაღაც მოხდეს ორ წელიწადში, სამ წელიწადში, ოთხ წელიწადში. ამასობაში ვაგრძელებთ გზას", - განაცხადა პრემიერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პრემიერი: ევროპის ქვეყნებში სერიოზული იდენტობის კრიზისია ეთნიკური, რელიგიური, პიროვნული იდენტობის კუთხით, საქართველოს ისტორიული არჩევანია ევროპა, ევროპამ თუ დაკარგა საკუთარი ევროპული იდენტობა, ეს არსებითი პრობლემაა

თემა: ევროპული

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ფრონტნიუსი·17:03
    გიორგი სოსიაშვილი - ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, ევროპული ღვინოებია დაშვებული
  • იმედი·16:52
    გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული
  • პოსტივი·15:56
    ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠᲘ USAID-ის შესახებ: “ᲠᲐᲡᲐᲪ ᲩᲕᲔᲜ ᲕᲐᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲓᲘᲗ ᲓᲐ ᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡᲐᲪ ᲛᲘᲕᲘᲦᲔᲗ „ᲒᲐᲛᲭᲕᲘᲠᲕᲐᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ“ᲙᲐᲜᲝᲜᲘ, ᲘᲡ ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ᲓᲐᲘᲓᲝ ᲮᲔᲚᲘᲡᲒᲣᲚᲖᲔ ᲐᲛ ᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲚᲘᲡ ᲘᲚᲣᲡᲢᲠᲘᲠᲔᲑᲘᲗ. ᲘᲛᲐᲕᲔᲡ ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲓნენ NED-Ი, EED-Ი – ევროპული ფონდი, ᲡᲮᲕᲐ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ. ᲔᲡ ᲘᲧᲝ ᲩᲕᲔᲣᲚᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲐ, ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲣᲕᲔᲠᲔᲜᲘᲢᲔᲢᲘᲡ, ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚᲘ ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ”
  • აჭარის ტელევიზია·15:08
    ირაკლი კობახიძე – „იუესეიდის“ მიერ რაც გამოქვეყნდა, კრიმინალის ილუსტრაციაა, რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, იმავეს აკეთებდა NED, EED-ი ევროპული ფონდი, სხვა ორგანიზაციები
ევროპულიპრემიერისაკუთარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·19:35

მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ
რუსთავი 2·19:34

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად, იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად, იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს
რუსთავი 2·19:33

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
რუსთავი 2·19:32

Eagle Hills Georgia-ს გენერალური მენეჯერი: კონკრეტულად მშენებლობის ეტაპზე 10 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და შემდგომ 4 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება

Eagle Hills Georgia-ს გენერალური მენეჯერი: კონკრეტულად მშენებლობის ეტაპზე 10 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და შემდგომ 4 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.