მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა

რუსთავი 212 ოქტომბერი, 2026, 16:47|rustavi2.ge

წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი, ეს მხოლოდ სპეკულაციაა.

"ეს წმინდა წყლის სპეკულაცია. პენსიებთან შედარებაც არის წმინდა წყლის სპეკულაცია. პენსიასთან დაკავშირებით ერთი რამ შემეძლება გითხრათ, რომ მარტო ხუთჯერ კი არ გაიზარდა ზოგადად პენსია საქართველოში 2012 წლის შემდეგ, პროცენტულადაც გაიზარდა, ანუ ბიუჯეტში წილი რაც იყო, ისიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 18%-ზეა ასული მთლიანობაში პენსიების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში, 16-ია დაახლოებით ასაკობრივი პენსია და საპენსიო სქემის დაფინანსება არის დამატებით. 18 პროცენტი როცა იხარჯება პენსიებზე, ხარ ზღვარზე, ამის იქით შენ ახალისებ ინფლაციას და ანელებ ეკონომიკურ ზრდას. როცა ვსაუბრობთ პენსიასა და თანამდებობის პირის თანაფარდობა არის ამდენი, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 220 სტატია.

  • დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებისთვის წელს ₾58 მილიონი გამოიყოფა | ჯანდაცვის მინისტრიBM.GE
  • მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
  • ფინეთის პრემიერ-მინისტრი EU-ს შესთავაზებს შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემაფორმულა
  • საფრანგეთის განათლების მინისტრის განცხადებით, საპროტესტო აქციების შედეგად 24 სკოლა დაიწვა და დაზიანდაიმედი
მინისტრი →კობახიძე →

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძემ სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციის - "ECCES 2026" გახსნაში მიიღო მონაწილეობა

გივი მიქანაძემ სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციის - "ECCES 2026" გახსნაში მიიღო მონაწილეობა

რუსთავი 2

სპორტის მინისტრი ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა

სპორტის მინისტრი ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა

რუსთავი 2

ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ ის ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა - ნინო ფოჩხუა

ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ ის ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა - ნინო ფოჩხუა

რუსთავი 2

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის შეხვდნენ

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის შეხვდნენ

რუსთავი 2