
ლევან მახაშვილი: მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის, საიდან და რა უცხოურ გავლენებსა და ინტერესებზეა საუბარი
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გადაცემაში "დებატები" უცხოური დაფინანსებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მახაშვილის განცხადებით, უმარტივესი ჭეშმარიტებაა, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, საიდან და რა მიზნებით შემოდის თანხები ქვეყანაში.
"უმარტივესი, ელემენტარული ჭეშმარიტებაა და მე დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში თქვენც მეთანხმებით, რომ უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რა თანხა შემოდის, საიდან და რა უცხოურ გავლენებსა და ინტერესებზეა საუბარი და ასევე, მოსახლეობას აქვს იმის უფლება, რომ მის მიერ არჩეული ხელისუფლების სახით, თავად გადაწყვიტოს, ქვეყნისთვის რა სასიკეთო საქმეებს მოხმარდება ეს.
თუ ვინმე ამაში არ გეთანხმება, ზოგადად, ყველაზე კარგ შემთხვევაში, გაუთვითცნობიერებლად ატარებს ამ ფარულ დღის წესრიგს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ფინანსური თუ პოლიტიკური ინტერესის სახით და ინტერესით ცდილობს ამ დღის წესრიგის გატარებას," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge