მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. კახა კალაძე: საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის და ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს
კახა კალაძე: საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის და ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს

კახა კალაძე: საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის და ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს

რუსთავი 219 ოქტომბერი, 2026, 17:23|rustavi2.ge

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიური ტენდენციაა, ქვეყანა წინ მიდის, ამის შესაძლებლობა კი შექმნა იმ პოლიტიკამ, რომელსაც მმართველი გუნდი ახორციელებს.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 60.3 პროცენტით გაიზარდა.

"ზოგადად, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ძალიან პოზიტიური ტენდენცია გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, ადგილობრივი ბიზნესი წინ მიდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევითია. იმას, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რა ხდება ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად, მსოფლიოში, თუ როგორი რთული, დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ყველა კარგად ხედავთ. ის, რომ დღეს საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის, ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ახორციელებს. მიუხედავად უამრავი შეურაცხყოფისა, არასამართლიანი დამოკიდებულებისა, მუქარებისა, ცილისწამებისა, ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია - ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება თანმდევი პროცესები. საბოლოო ჯამში, ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე. ეკონომიკურ განვითარებას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე", - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • „პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაა“ - სალომე სამადაშვილიტვ პირველი
  • "ქართული ოცნება": ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდში კორუფციული გამოწვევები გადალახულიფორმულა
  • დღეს, "ოცნების" ოფისში სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრებაBM.GE
  • „ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზენეტგაზეთი
ოცნების →კალაძე →

მსგავსი სტატიები

მოვუწოდებთ ევრობიუროკრატიას, შეწყვიტოს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომლითაც თავს ესხმიან ქართულ მართლმსაჯულებასა და სახელმწიფოს - დავით მათიკაშვილი

მოვუწოდებთ ევრობიუროკრატიას, შეწყვიტოს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომლითაც თავს ესხმიან ქართულ მართლმსაჯულებასა და სახელმწიფოს - დავით მათიკაშვილი

რუსთავი 2

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს - კრისტიან უიგანდი საქართველოზე

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს - კრისტიან უიგანდი საქართველოზე

რუსთავი 2

POLITICO: ევროკავშირი პოლიტიკურ შტორმში შედის - ბრიუსელი მოსალოდნელი პარალიზების წინაშე დგას

POLITICO: ევროკავშირი პოლიტიკურ შტორმში შედის - ბრიუსელი მოსალოდნელი პარალიზების წინაშე დგას

რუსთავი 2

დიღმის მასივში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

დიღმის მასივში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

რუსთავი 2