
დავით მათიკაშვილი ოპოზიციის მცირერიცხოვან აქციაზე: მთელმა საზოგადოებამ ნახა რეალურად, რა მხარდაჭერა გააჩნია დღეს რადიკალიზმს და აგენტურას ჩვენს ქვეყანაში | Rustavi2
თითქმის 2 კვირიანი ანონსისა და ორგანიზების მიუხედავად ოპოზიციის აქცია მაინც მცირერიცხოვანი იყო, რასაც ოპოზიციის ლიდერები თავადაც ვერ უარყოფენ. პარტიების აკრძალვის სარჩელზე საპროტესტო მსვლელობა თბილისში გუშინ გაიმართა. მმართველ გუნდში ამბობენ რომ ოპოზიციას ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, რაც აქციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, მთელმა საზოგადოებამ ნახა რეალურად, თუ რა მხარდაჭერა გააჩნია დღეს რადიკალიზმს და აგენტურას საქართველოში:
"მერამდენედ დაანონსდა ხალხის მდინარეები ე.წ ოპოზიციური, სინამდვილეში კი, რადიკალური და აგენტურული პარტიების მხარდასაჭერად და ისევ კვლავაც ფიასკო, კვლავაც ერთი მუჭა ადამიანები, იმ ე.წ მასშტაბის პირობებში, რასაც ბატონი გვარამია აანონსებდა ბათუმიდან, ნახა მთელმა საზოგადოებამ რეალურად, რა მხარდაჭერა გააჩნია დღეს რადიკალიზმს და აგენტურას ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაც აბსოლუტურად ტყუილი და თითიდან გამოწოვილია ის თეზა, რომ თითქოს ამ პროცესით საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოში ადამიანების სოლიდურ რაოდენობას ერთმევათ ხმის უფლება, ბუნებრივია ეს ესე არ არის, მხარდაჭერა ამ შემთხვევაში არის ნულთან გათანაბრებული", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge