მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

რუსთავი 226 ოქტომბერი, 2026, 17:10|rustavi2.ge

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ლეი ხაიჩაომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.დოკუმენტი ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს. საუბარია ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების, ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების, ტელემედიცინის, ჯანდაცვის მონაცემთა ანალიტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებებზე. მემორანდუმი ასევე მოიცავს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ფარმაცევტული პროდუქტების რეგულირების სფეროში. ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას განათლების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, ჯანდაცვის პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერების სფეროშიც.მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა სისტემის ხარისხის, ეფექტურობისა და მკურნალობის უწყვეტობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მემორანდუმი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაფორმდა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 172 სტატია.

  • რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრიBM.GE
  • კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთთან სპეცწარმომადგენლად დანიშნაფორმულა
  • „ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძის შესავალი სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოში

არჩილ გორდულაძის შესავალი სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოში

რუსთავი 2

ნათია თურნავამ ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველ რენატ ბექტუროვთან შეხვედრა გამართა

ნათია თურნავამ ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველ რენატ ბექტუროვთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"ჩვენ არ ვაღიარებთ არც ახლა პარლამენტის ლეგიტიმაციას, მაგრამ ვაცნობიერებთ იმ რეალობას, რა რეალობაც არის შექმნილი და ვაპირებთ გამოვიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები" - ლევან გოგიჩაიშვილი

"ჩვენ არ ვაღიარებთ არც ახლა პარლამენტის ლეგიტიმაციას, მაგრამ ვაცნობიერებთ იმ რეალობას, რა რეალობაც არის შექმნილი და ვაპირებთ გამოვიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები" - ლევან გოგიჩაიშვილი

რუსთავი 2

კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ, თელავის ისტორიულ მუზეუმში, არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მოისმინა

კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ, თელავის ისტორიულ მუზეუმში, არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მოისმინა

რუსთავი 2