მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა
ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა

რუსთავი 29 ნოემბერი, 2026, 17:07|rustavi2.ge

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მეტრეველი აღნიშნავს, რომ როდესაც ბრიუსელიდან საქართველოს შესახებ გაკეთებულ თითოეულ განცხადებას ოპოზიციური მედია ფართოდ განიხილავს, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტის მიმართ იგივე ინტერესი არ გამოუჩენიათ.

ანალიტიკოსის თქმით, ამ მასშტაბის დიპლომატიური მოვლენა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას იძლეოდა, მათ შორის, ჩინეთის ინტერესებზე საქართველოს მიმართ, ქართული ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებსა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებზე.

მისივე შეფასებით, ხელისუფლების კრიტიკა ოპოზიციის უფლებაა, თუმცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების განზრახ იგნორირება უკვე საქართველოს ინტერესებს აზიანებს.

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა.

როდესაც ბრიუსელში საქართველოზე ნახევარ წინადადებას იტყვიან, საღამოსთვის უკვე სამი პანელი აქვთ გამზადებული, რომ გაარკვიონ, რას ნიშნავდა მძიმე წინადადების შუაში. პეკინიდან ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ხვდება და იმავე სტუდიებში უცებ სათქმელი ელევათ. ეტყობა, ზოგიერთის საფიცარი მზე მხოლოდ დასავლეთში ამოდის, ახალი ამბების რედაქციაც კი იმავე მზის საათით მუშაობს.გავიმეორებ, საქართველოს ჩინეთიდან ამ რანგის თანამდებობის პირი აქამდე არ სწვევია. ამ ვიზიტის გარშემო არაერთი შინაარსიანი კითხვა შეიძლებოდა დასმულიყო. რას ხედავს პეკინი საქართველოში? რა შესაძლებლობები უჩნდება ქართულ ბიზნესს? რა პირობებით შემოვა ინვესტიცია და რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყანა?

ხელისუფლებას რამდენიც გინდათ, იმდენი ედავეთ. მაგრამ როცა საქართველოსთვის ამ მასშტაბის მოვლენას მხოლოდ იმიტომ ჩქმალავთ, რომ ხელისუფლებას შეიძლება წარმატებად ჩაეთვალოს, ამით ქვეყანას აზარალებთ. თქვენს პრიორიტეტებზე თქვენივე დუმილი ნებისმიერ ჩემს შეფასებაზე მეტს ამბობს.

ერთი კითხვა კი მაინც დამრჩა. ხან ჭენგი თბილისში რომ ბრიუსელიდან ჩამოფრენილიყო, მაშინ მაინც გახსნიდით საინფორმაციო გამოშვებას ამ ამბით?", - წერს მეტრეველი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 165 სტატია.

  • პოლიციამ სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - თბილისში სამი პირი დააკავესტვ პირველი
  • რატომ იზრდება მოთხოვნა თბილისის უძრავ ქონებაზე, რომელი უბნებია ყველაზე პოპულარული და რა სურთ მყიდველებს - MyCorner.ge-ს შეფასებაBM.GE
  • თბილისში ვადაგასული პასპორტის მქონე ბელარუსი დააკავეს, მას სამშობლოში დეპორტაცია ემუქრებანეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისში →ოპოზიციის →

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი რეალური და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა. ვფიქრობ, ამ საკითხში ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება

შალვა პაპუაშვილი: ისტორიული ვიზიტი იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის. ვნახეთ განცხადებები, თუ რა როლი აქვს ჩინეთისთვის საქართველოს, რომ საქართველო პირველი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში

შალვა პაპუაშვილი: ისტორიული ვიზიტი იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის. ვნახეთ განცხადებები, თუ რა როლი აქვს ჩინეთისთვის საქართველოს, რომ საქართველო პირველი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში

რუსთავი 2

ნიკოლოზ სამხარაძე: შეგვაფასეს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა ჩვენი ანტიკორუფციული რეფორმებით, არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კორუფციისგან - ეს ბრძოლა უწყვეტი უნდა იყოს

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა

რუსთავი 2