
"სუროგაცია მნიშვნელოვან ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს შეიცავს, მათ შორის არის ტრეფიკინგი, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა" - დავით მათიკაშვილის სუროგაციის აკრძალვაზე
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, სუროგაცია აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია და მსგავსი მიდგომები ბევრ სახელმწიფოში დიდი ხანია მოქმედებს. დავით მათიკაშვილის თქმით, მათი ოპონენტები ამ პროცესს ხელოვნურად ამახინჯებენ და ცდილობენ, გადაწყვეტილება სხვაგვარად წარმოაჩინონ.
"სუროგაცია მნიშვნელოვან ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს შეიცავს, მათ შორის არის ტრეფიკინგი, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა და ჯანმრთელობის ზოგადი პრობლემები. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში სუროგაცია არის აკრძალული.
ერთი შეხედვით თითქოს ევროპულად მოაზროვნე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის შემცველ ნიუსად გაასაღონ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, სუროგაცია აკრძალულია ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, სლოვენიაში, იტალიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, მალტაში, ლიეტუვასა და სლოვაკეთში.იტალიაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება მათაც, ვინც სუროგაციის გზას სხვა ქვეყანაში მიმართავს.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge