მედია: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რუსული ენის გამოყენებისთვის, 3 400 გრივნით დააჯარიმებენ
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს, 2 ნოემბერს, პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგივკაში გამართული მოვლენების დროს რუსულად საუბრის გამო 3 400 გრივნით (68 ევრო) დააჯარიმებენ. ამის შესახებ სახელმწიფო ენის დაცვის საკითხებში უკრაინის კომისარმა, ოლენა ივანოვსკამ განაცხადა.
ივანოვსკას თქმით, ბუდანოვს შესაბამისი ბრძანება 25 ნოემბერს გადაეცემა. მან განმარტა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რუსული ენის გამოყენების შესახებ მუხლის თანახმად, თანამდებობის პირს შეიძლება გაფრთხილება მიეცეს, თუ დარღვევა პირველად ხდება, თუმცა ბუდანოვს პირველივე ჯერზე ჯარიმა დაუწესდა.
"ამ სიტუაციაში, გადავწყვიტე, მხოლოდ გაფრთხილებით არ შემოვფარგლულიყავი: როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირის საჯარო გამოსვლას ეხება, კანონის დაცვის პასუხისმგებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გაზრდილი, ამიტომ ჩვენ მას დაუყოვნებლივ დავაკისრეთ ჯარიმა 3 400 გრივნას ოდენობით", - განაცხადა ოლენა ივანოვსკამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბუდანოვი "არ დამალულა საომარი მდგომარეობის, საგანგებო ვითარების, ან საკუთარი თანამდებობის უკან და პასუხისმგებლობა, საკუთარ აიღო, როგორც რიგითმა მოქალაქემ".
ცნობისთვის, კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგივკაში ასობით ადამიანი შეიკრიბა და ერთ-ერთ სახლში უკრაინელ სამხედროების წამება გააპროტესტა. როდესაც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შეტაკება დაიწყო, ადგილზე კირილო ბუდანოვი მივიდა.
მოქალაქეების ინფორმაციით, სახლში 40-ზე მეტი პირი ჰყავდათ გამოკეტილი, რომლებიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ.
