უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ გენერალურ პროკურორს დავით არახამიას საქმის მასალები გაუგზავნა
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) გენერალურ პროკურორს მმართველი ფრაქციიის, „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას საქმის მასალები გაუგზავნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ანტიკორუფციული ორგანო არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს, საქმე დეპუტატებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ კონვერტებით თანხის გადახდას ეხება.
ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქმის აღძვრის უფლება მხოლოდ გენერალურ პროკურორს აქვს, გამოძიების ვადა კი წლის ბოლოს იწურება.
