ორიგინალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
რუსთავი 2·18:28

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

25 ნოემბერი, 2026 · 18:28

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 26,23306 გრამ ნარკოტიკულ საშუალება "კოკაინს," საიდანაც ნაწილი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სამ შეკვრად დააფასოვეს და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს. ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6,94716 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მეფედრონი" ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

თემა: ბრალდებით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • ფორმულა·18:18
    ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს
  • ტვ პირველი·15:26
    ვარშავაში 15 წლის გოგო სკოლაზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს
  • BM.GE·19:21
    სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა
  • ნეტგაზეთი·15:55
    თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ბრალდებითპროკურატურა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·18:39

თბილისის ისტორიულ ქარვასლაში პროექტი სახელწოდებით - "შემდეგი გაჩერება - თბილისი" გაიხსნა

თბილისის ისტორიულ ქარვასლაში პროექტი სახელწოდებით - "შემდეგი გაჩერება - თბილისი" გაიხსნა
რუსთავი 2·18:38

აგარების სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

აგარების სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რუსთავი 2·18:37

ყოველთვის ვამბობდით, რომ 4 ოქტომბერი იყო პროვოკაცია - შალვა კერესელიძე სუს-ის ანგარიშის მოსმენაზე

ყოველთვის ვამბობდით, რომ 4 ოქტომბერი იყო პროვოკაცია - შალვა კერესელიძე სუს-ის ანგარიშის მოსმენაზე
რუსთავი 2·18:36

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი უსაფრთხოა მთელ მსოფლიოში - ირაკლი ზარქუა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი უსაფრთხოა მთელ მსოფლიოში - ირაკლი ზარქუა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.