ორიგინალი
ცესკოს თავმჯდომარე და სწავლების ცენტრის დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
რუსთავი 2·18:30

ცესკოს თავმჯდომარე და სწავლების ცენტრის დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

25 ნოემბერი, 2026 · 18:30

საარჩევნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების ჩართულობა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების შესაძლებლობები - ამ საკითხებს დაეთმო ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის, ნათია ზაალიშვილის შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელოვან როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში და საარჩევნო კულტურის ფორმირებაში.

გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდებთან აქტიური კომუნიკაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, საარჩევნო საკითხებზე განათლება და სანდო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ახალგაზრდების ინფორმირებულობის ზრდას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარებასა და დემოკრატიულ პროცესებში მათ აქტიურ მონაწილეობას.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ახალგაზრდებთან, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასპინძლობით გაიმართა. ჩვენ ახალგაზრდებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მივაწოდეთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში. ვისაუბრეთ ყველა იმ სერვისზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს დღესვე საარჩევნო ჟურნალი „არჩევნები 360˚“ წარუდგინა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ჟურნალი მკითხველს სთავაზობს მასალას როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში, რომელიც რამდენიმე ენაზე გამოიცემა - ქართულ-ინგლისურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე. აღნიშნული ფორმატი კიდევ უფრო აფართოებს საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ენობრივი საჭიროების მქონე აუდიტორიისთვის. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა სტუდენტებს გააცნო ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები, ისაუბრა მათ მიზნებსა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. მან მადლობა გადაუხადა საარჩევნო საკითხების მიმართ გამოხატული ინტერესისთვის და აღნიშნა, რომ მსგავს ინიციატივებში ჩართულობა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გაიღრმაონ ცოდნა საარჩევნო საკითხების შესახებ და აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო პროცესებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციას ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისთვის. მან ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის როლზე სტუდენტებში სამოქალაქო ცნობიერების განვითარებისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავების პროცესში. რექტორის განცხადებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვთ, ხელი შეუწყონ ახალგაზრდების ინფორმირებულობას და მათ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა ქმნის დამატებით შესაძლებლობას, სტუდენტებმა მიიღონ ინფორმაცია საარჩევნო პროცესების შესახებ და უკეთ გაეცნონ მოქალაქის როლსა და შესაძლებლობებს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ცესკოსა და სწავლების ცენტრის ახალ საგანმანათლებლო პროექტზე - „ინკლუზიური საარჩევნო გარემო და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ღია მმართველობის პროცესში“. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამა) 100-მდე სტუდენტს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია მიეწოდათ.

სტუ-ის აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული ინიციატივა და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი პარტნიორია. შეხვედრა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას საარჩევნო ინფორმაციის გავრცელებისა და ახალგაზრდებთან კომუნიკაციის გაძლიერების პროცესში. ცესკოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ახალ ერთობლივ ინიციატივებს დაეფუძნება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ცესკოს თავმჯდომარე და სწავლების ცენტრის დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

თემა: დირექტორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • იმედი·17:20
    ცესკოს თავმჯდომარე და სწავლების ცენტრის დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
  • BM.GE·20:14
    SpaceX-მა და Tesla-მ გაერთიანებაზე მოსალაპარაკებლად ხუთი დირექტორი დანიშნეს
  • ფორმულა·11:27
    გამჭვირვალობა: სამცხე ჯავახეთში 11 მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორი კანონს ღიად არღვევს
  • ტვ პირველი·14:53
    ექსკლუზივი: "პირველების" ინფორმაციით, დააკავეს თბილისის მერიის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილი
დირექტორი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·18:39

თბილისის ისტორიულ ქარვასლაში პროექტი სახელწოდებით - "შემდეგი გაჩერება - თბილისი" გაიხსნა

თბილისის ისტორიულ ქარვასლაში პროექტი სახელწოდებით - "შემდეგი გაჩერება - თბილისი" გაიხსნა
რუსთავი 2·18:38

აგარების სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

აგარების სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რუსთავი 2·18:37

ყოველთვის ვამბობდით, რომ 4 ოქტომბერი იყო პროვოკაცია - შალვა კერესელიძე სუს-ის ანგარიშის მოსმენაზე

ყოველთვის ვამბობდით, რომ 4 ოქტომბერი იყო პროვოკაცია - შალვა კერესელიძე სუს-ის ანგარიშის მოსმენაზე
რუსთავი 2·18:36

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი უსაფრთხოა მთელ მსოფლიოში - ირაკლი ზარქუა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი უსაფრთხოა მთელ მსოფლიოში - ირაკლი ზარქუა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.