ორიგინალი
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "კეტამინი", "კოკაინი", "კლეფედრონი", "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი" - სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ფაქტები აღკვეთეს
რუსთავი 2·22:03

"მეთადონი", "ალფა-პვპ", "კეტამინი", "კოკაინი", "კლეფედრონი", "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი" - სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ფაქტები აღკვეთეს

25 ნოემბერი, 2026 · 22:03

სამალავიდან ამოღებული ნარკოტიკი კოკაინია - წითელ წებოვან ლენტში შეფუთული ე.წ. ფაქტი ბეტონის კონსტრუქციაში იყო დამალული.

საგამოძიებო ექსპერიმენტის კადრები ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე ტყის მასივშია გადაღებული. "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ იქ 5 სამალავი აღმოაჩინა და მასში დამალული "კოკაინი" და "კეტამინი" გავრცელებამდე ამოიღო.

სამალავებთან ახლოს, ე.წ. დამდებიც აიყვანეს. 35 წლის მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულის ფაქტზე დააკავეს. ნარკოდანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები პოლიციას მის სახლშიც დახვდა. საუბარია "კეტამინზე", რომელიც პარკში იყო მოთავსებული და არ იყო დაფასოებული.

ნარკოდანაშაულის სქემაში იყო ჩართული კიდევ ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ის 21 წლისაა და, "კურიერის" ინფორმაციით, "ალფა-პვპ-ს" დადების მეთოდით ავრცელებდა. ახალგაზრდა მამაკაცი ქირით ცხოვრობდა. დაკავების დღეს ის სახლიდან დღის მეორე ნახევარში გავიდა, გარეთ მას უკვე ელოდებოდნენ ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები. სამართალდამცველებს ნარკოდანაშაულზე ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ. ადგილზე ჩატარდა პირადი ჩხრეკა, საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდა ბინაშიც. ამოღებულია 46 შეკვრა, გასაყიდად გამზადებული "ალფა-პვპ". "კურიერის" ინფორმაციით, 21 წლის მამაკაცი სახლში "კლეფედრონსაც" ინახავდა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სულ 6 პირია დაკავებული. მათ საქმეზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და მოსამართლემ ექვსივე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

64 შეკვრად დაფასოებული "მეთადონი", 48 შეკვრად დაფასოებული "ალფა-პვპ", ასევე "კეტამინი", "კოკაინი", "კლეფედრონი", "მარიხუანა" და 2 კილოგრამზე მეტი მცენარე "კანაფი" - ეს ის ნარკოტიკული საშუალებებია, რომელთა გავრცელების ფაქტებიც ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა აღკვეთეს. ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართული სხვა პირების დასადგენად და დასაკავებლად, კომპლექსური ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

საპოლიციო ღონისძიებების დროს, სამართალდამცველები ორგანიზებული ჯგუფის კვალზეც გავიდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ე.წ. დამდებები იყვნენ და კოკაინისა და "მეფედრონის" გავრცელებას უწყობდნენ ხელს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "მეთადონი", "ალფა-პვპ", "კეტამინი", "კოკაინი", "კლეფედრონი", "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი" - სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ფაქტები აღკვეთეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·22:33

საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი წელს 3000-ს გადააჭარბებს, წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოეთიდან არის ჩამოსული - მიხეილ სარჯველაძე

საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი წელს 3000-ს გადააჭარბებს, წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოეთიდან არის ჩამოსული - მიხეილ სარჯველაძე
რუსთავი 2·22:18

შაკო კუჭაშვილი წულაიაზე: ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეიწყალა. ამიტომ კადრულობს ყველაფერს - კომპრომეტირებული ფიგურაა

რუსთავი 2·22:02

კორუფციული სკანდალები და უწყებებზე ზეწოლის ბრალდებები კიევში - უკრაინის დაფინანსების საკითხზე კრიტიკა სტრასბურგსა და ბუნდესტაგში ისმის

კორუფციული სკანდალები და უწყებებზე ზეწოლის ბრალდებები კიევში - უკრაინის დაფინანსების საკითხზე კრიტიკა სტრასბურგსა და ბუნდესტაგში ისმის
რუსთავი 2·21:48

ბულინგი დანაშაულის აღიარებისთვის​ - მმართველი გუნდის თქმით, მსჯავრდებულებზე თავდასხმების ავტორების მიზანი დამნაშავეების პოლიტპატიმრებად გამოცხადება და ამ გზით ქვეყნის იმიჯის საერთაშორისო ასპარეზზე დაზიანებაა

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.