ორიგინალი
შაკო კუჭაშვილი წულაიაზე: ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეიწყალა. ამიტომ კადრულობს ყველაფერს - კომპრომეტირებული ფიგურაა
რუსთავი 2·22:18

25 ნოემბერი, 2026 · 22:18

ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეიწყალა, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი და ოპოზიციის პროპაგანდისტ ირაკლი წულაიას შეწყალების შესახებ 2008 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებულ განკარგულებას აქვეყნებს, რომელსაც ხელს მიხეილ სააკაშვილი აწერს.

კუჭაშვილის თქმით, წულაია სწორედ იმიტომ კადრულობს ყველაფერს, რომ კომპრომეტირებული ფიგურაა და მის შესახებ ბევრი რამ იციან. მისივე თქმით, წლებია, ირაკლი წულაია დაკავებულია მმართველი რგოლის, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების და იმ ადამიანების გაშავებით, რომლებიც საქართველოს ემსახურებიან და აცხადებს, რომ ყველა იმ პირის მდგომარეობაში შედის, ვინც ამ კომპრომატების გამო საკუთარ სამშობლოს გროშებად ყიდის.

"არაფხიზელი პროპაგანდისტი ირაკლი წულაია არ ეშვება დეზინფორმაციის გავრცელებას. ამჯერად იერიში პირადად ჩემზე მოიტანა. კარგია, საამაყო ხალხთან ერთად რაღაც სქემაში გამხვია - ბრალდებას არც ვუპასუხებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ. ჩემთვის მთავარია, საზოგადოების სრული ინფორმირება მოვახდინო ამ პერსონის შესახებ, ვინაიდან ის წლებია დაკავებულია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების, მმართველი რგოლისა და იმ ადამიანების გაშავებით, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან!

ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეიწყალა. ახლა სწორედ ამიტომ კადრულობს ყველაფერს, რადგან კომპრომეტირებული ფიგურაა და მის შესახებ ბევრი რამ იციან.

ეს ადამიანი წლების განმავლობაში თვალებში ნაცარს გვაყრიდა, თითქოს ანტიმიშა იყო, სინამდვილეში კი სააკაშვილის აქტიური ფანია მას შემდეგ, რაც მიშამ მას თავისუფლება უწყალობა. ცხადია, ძალიან განვიცდი მის მდგომარეობას, როგორც სააკაშვილის ბანდის მიერ კომპრომეტირებული საბრალო ადამიანის მდგომარეობას. ასევე შევდივარ ყველა იმ პირის მდგომარეობაშიც, ვინც ამ კომპრომატების გამო საკუთარ სამშობლოს გროშებად ყიდის," - წერს შაკო კუჭაშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. შაკო კუჭაშვილი წულაიაზე: ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეიწყალა. ამიტომ კადრულობს ყველაფერს - კომპრომეტირებული ფიგურაა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·22:33

საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი წელს 3000-ს გადააჭარბებს, წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოეთიდან არის ჩამოსული - მიხეილ სარჯველაძე

საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი წელს 3000-ს გადააჭარბებს, წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოეთიდან არის ჩამოსული - მიხეილ სარჯველაძე
რუსთავი 2·22:03

"მეთადონი", "ალფა-პვპ", "კეტამინი", "კოკაინი", "კლეფედრონი", "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი" - სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ფაქტები აღკვეთეს

"მეთადონი", "ალფა-პვპ", "კეტამინი", "კოკაინი", "კლეფედრონი", "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი" - სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ფაქტები აღკვეთეს
რუსთავი 2·22:02

კორუფციული სკანდალები და უწყებებზე ზეწოლის ბრალდებები კიევში - უკრაინის დაფინანსების საკითხზე კრიტიკა სტრასბურგსა და ბუნდესტაგში ისმის

კორუფციული სკანდალები და უწყებებზე ზეწოლის ბრალდებები კიევში - უკრაინის დაფინანსების საკითხზე კრიტიკა სტრასბურგსა და ბუნდესტაგში ისმის
რუსთავი 2·21:48

ბულინგი დანაშაულის აღიარებისთვის​ - მმართველი გუნდის თქმით, მსჯავრდებულებზე თავდასხმების ავტორების მიზანი დამნაშავეების პოლიტპატიმრებად გამოცხადება და ამ გზით ქვეყნის იმიჯის საერთაშორისო ასპარეზზე დაზიანებაა

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.