ორიგინალი
ალტრუისტული სუროგაციის ნიღაბქვეშ, შეიძლება, კომერცია მაინც იპარებოდეს - თუ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, რომელიმე მანიპულაციის იატაკქვეშა გარემოში ჩატარების ალბათობა მიზერულზე ნაკლები იქნება - მიხეილ სარჯველაძე
რუსთავი 2·23:09

25 ნოემბერი, 2026 · 23:09

გადაცემა "ღამის კურიერში", საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სუროგაციის აკრძალვის მიზანზე ისაუბრა და გერმანიის მაგალითს გაუხვა ხაზი. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სუროგაციის მთლიანად აკრძალვით, მიზერულზე ნაკლებია შანსი, რომ იატაკქვეშა მანიპულაციები ჩატარდეს და თითქმის განულდება და აზრი დაეკარგება ვინმესთვის ამ კომერციული მიმართულების ქონას და შენარჩუნებას.

"არსებობს, მაგალითად, [სუროგაციის] ალტრუისტული, არაალტრუისტული, კომერციული სახეობა და ა.შ., ალტრუისტულის ნიღაბქვეშ, შეიძლება ძალიან ხშირად იპარებოდეს რეალურად სრულიად სხვა რამ - კომერცია იპარებოდეს, ესეც ძალიან ხშირი მოვლენაა და ამასთან გამკლავებაც ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ სახელმწიფოს. თუ ჩვენ დავუშვებთ გარკვეულ კატეგორიაზე სუროგაციის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში რისკები მაინც არსებობს. მთავარი რა არის - თუ ჩვენ ამას დავხურავთ, როგორც ამას აკეთებენ მაგალითად, გერმანელები, ასეთ შემთხვევაში, ვერ მოხდება, მშობელი დედის გარდა, ბავშვის სხვაზე რეგისტრაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ სუროგაციისთვის პერსპექტივა უბრალოდ არ არსებობს.

აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ რისკების დაზღვევა გვინდა, ეს არის ერთადერთი ქმედითი მექანიზმი, იმისთვის, რომ ეს რისკი იყოს დაზღვეული. თუკი დავტოვებთ შესაძლებლობას, რომ ასეთი რეგისტრაცია მაინც განხორციელდეს, ასეთ შემთხვევაში, ბევრად უფრო რთულია ასეთ რისკებთან გამკლავება და ეს რისკები მაინც ღიად რჩება. ყოველ შემთხვევაში, 100%- ით და ზუსტად დაზღვეულები ამასთან დაკავშირებით არ ვართ, მაგრამ თუ ჩვენ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, ასეთ შემთხვევაში, მიზერულზე ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ რომელიმე მანიპულაცია და რომელიმე პროცედურა ჩატარდეს იატაკქვეშა გარემოში. ეს სრულიად სხვა შემთხვევაა, ამას ახსნა აქვს თავისი, უბრალოდ, აზრი ეკარგება ვინმესთვის ამ კომერციული მიმართულების ქონას და შენარჩუნებას", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ალტრუისტული სუროგაციის ნიღაბქვეშ, შეიძლება, კომერცია მაინც იპარებოდეს - თუ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, რომელიმე მანიპულაციის იატაკქვეშა გარემოში ჩატარების ალბათობა მიზერულზე ნაკლები იქნება - მიხეილ სარჯველაძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·23:38

გადაწყვეტილებების მიღების დროს საპატრიარქოს მოსაზრების მოსმენა აბსოლუტურად ლოგიკური, გონივრული და მართებული მიდგომაა - მიხეილ სარჯველაძე

გადაწყვეტილებების მიღების დროს საპატრიარქოს მოსაზრების მოსმენა აბსოლუტურად ლოგიკური, გონივრული და მართებული მიდგომაა - მიხეილ სარჯველაძე
რუსთავი 2·23:37

შეეხება თუ არა სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონი უკვე დაწყებულ პროცესებს - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

შეეხება თუ არა სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონი უკვე დაწყებულ პროცესებს - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება
რუსთავი 2·22:03

"მეთადონი", "ალფა-პვპ", "კეტამინი", "კოკაინი", "კლეფედრონი", "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი" - სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ფაქტები აღკვეთეს

"მეთადონი", "ალფა-პვპ", "კეტამინი", "კოკაინი", "კლეფედრონი", "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი" - სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ფაქტები აღკვეთეს
რუსთავი 2·22:02

კორუფციული სკანდალები და უწყებებზე ზეწოლის ბრალდებები კიევში - უკრაინის დაფინანსების საკითხზე კრიტიკა სტრასბურგსა და ბუნდესტაგში ისმის

კორუფციული სკანდალები და უწყებებზე ზეწოლის ბრალდებები კიევში - უკრაინის დაფინანსების საკითხზე კრიტიკა სტრასბურგსა და ბუნდესტაგში ისმის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.