ორიგინალი
საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე: ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს
იმედი·14:19

26 ნოემბერი, 2026 · 14:19

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღის დაწესების მნიშვნელობაზე, ინსტიტუტის როლსა და საარჩევნო მოხელეთა საქმიანობაზე ისაუბრა.

„ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს. არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებასთან ერთად, თქვენი უწყება წარმატებით ემსახურება საარჩევნო კულტურის განვითარებასა და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებას. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმზე, კანონისადმი და საქმისადმი ურყევ ერთგულებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საზოგადოებრივი სტაბილურობა. გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ განვითარების რთული, ამავდროულად შთამბეჭდავი გზა განვლო. დღეს ის წარმოადგენს მოდერნიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუტს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საარჩევნო ადმინისტრაციის განვითარების პროცესს, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმს.

მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე: ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 13 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • GHN·08:49
    საკმაოდ დიდი დრო გავიდა, რაც აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციაა ხელისუფლებაში და საქართველოსთან დამოკიდებულებაში ცვლილებები ნამდვილად არის, თუმცა ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ჩვენ შესაძლებლობებს სცდება - მაკა ბოჭორიშვილი
  • აიპრესი·08:37
    მაკა ბოჭორიშვილი: დიდი დრო გავიდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაა ხელისუფლებაში და საქართველოსთან დამოკიდებულებაში ცვლილებები ნამდვილად არის, ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ჩვენ შესაძლებლობებს სცდება
  • ტვ პირველი·00:00
    „თუ ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, გაწევრიანების გზაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება“ - ევროკომისარი "ოცნებას"
  • ამბები.ge·23:17
    "არც ჩვენ ვთქვათ უარი ქართველებზე“ - პოლიტპატიმრები, ხელისუფლების მწვავე კრიტიკა და ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა: ევროპარლამენტარების მკაცრი გზავნილები საქართველოს
ხელისუფლების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·14:19

შალვა პაპუაშვილი: დღეს ბევრი ქვეყანა ცდილობს საქართველოსა და ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლოს და ასწავლოს, რა არის დემოკრატია - ის ქვეყნები, რომლებმაც არც კი იცოდნენ რა იყო არჩევნები, ჩვენთან რომ ჩატარდა არჩევნები

იმედი·14:15

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
იმედი·14:13

პრემიერი: საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც, სპეცწარმომადგენელმა ახსენა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა - ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა - შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი

იმედი·14:08

პროკურატურამ ძალადობის და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ძალადობის და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.