ორიგინალი
ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, "TV პირველმა" ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია, თუმცა, დახმარების ნაცვლად, ოჯახები დატოვა უსახლკაროდ
რუსთავი 2·13:08

ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, "TV პირველმა" ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია, თუმცა, დახმარების ნაცვლად, ოჯახები დატოვა უსახლკაროდ

28 ნოემბერი, 2026 · 13:08

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" ირაკლი თავდგირიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 28 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს, ტელეკომპანია „TV პირველის“ მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციით იქნა წარმოჩენილი.

თავდგირიძემ სხდომაზე ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, რის შემდეგაც ოპონენტებს უპასუხა.

“პირველ რიგში მივუსამძიმრებ ფონიჭალაში გარდაცვლილების ოჯახს და ვუსურვებ გამძლეობას. ამ საკითხს არ მინდოდა შევხებოდი, მაგრამ, ამას ვერ გავცდებით. ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი და ეს დიდი სიკეთე გააკეთა და ბიძინა ივანიშვილის სიკეთეებზე რომ დავიწყო საუბარი, არა მარტო რეგლამენტი, დღის ბოლო არ მეყოფა, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს რაღაც ქულების დაწერას ცდილობდა. მე მინდა მოგიწოდო, რომ თქვენი პარტიის ლიდერიც ასევე ბიზნესმენია და რომ ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად ვიცით, რომ ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ”,- აღნიშნა თავდგირიძემ.

მანვე, ოპონენტები პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან ფრაზების კონტექსტიდან ამოგლეჯაში დაადანაშაულა. თავდგირიძის განმარტებით, პრემიერმა ხაზი გაუსვა პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს. მისივე თქმით, პრემიერი არის ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ქვეყანა წარმატებულად და მშვიდობიანად მიჰყავს.

“ამასთან ერთად, მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი, პრემიერ-მინისტრის განცხადებას მეორე პირებთან დაკავშირებით. თქვენ გიყვართ ხოლმე კონტექსტიდან ამოჭრილი წინადადებების დატრიალება. პირველ რიგში, პრემიერმა იგულისხმა, რომ პარტიას ჰყავს საპატიო თავმჯდომარე, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში გამოდის და გუნდს უდგება გვერდით, ეხმარება და იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სამშობლოს სჭირდება, თავისი ფინანსებით თუ რესურსით. და ამასთან ერთად, ვიცით, რომ პრემიერი პოლიტიკურ ნაწილში გულისხმობდა იმას, რომ ეს ერთიანი გუნდური გადაწყვეტილებაა, მაგრამ თქვენ ამას ისე იყენებთ, თითქოს პრემიერის დაკნინებას ცდილობთ. არა ბატონო, პრემიერი არის ქვეყნის ლიდერი, ქვეყანა მიჰყავს წარმატებულად და მშვიდობიანად”,- განაცხადა თავდგირიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, "TV პირველმა" ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია, თუმცა, დახმარების ნაცვლად, ოჯახები დატოვა უსახლკაროდ

თემა: ოჯახს

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • იმედი·21:45
    ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი გრძელდება - დღეს ბინები კიდევ 18 ოჯახს გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  • აიპრესი·21:44
    შსს-მ თერჯოლაში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
  • ინტერპრესნიუსი·08:25
    იყიდე ახლა, გადაიხადე შემდეგ: როგორ გვეხმარება Wildberries-ის ეტაპობრივი გადახდის სერვისი ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვაში
  • ტვ პირველი·19:23
    მაღაროელების საქმე - პროკურატურა ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახთან შსს-ს წარმომადგენელი ნამდვილად გაგზავნა
ოჯახს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·13:31

სახელმწიფო დაფინანსებით, IT სფეროში სწავლას კიდევ 1 000 სტუდენტი იწყებს

სახელმწიფო დაფინანსებით, IT სფეროში სწავლას კიდევ 1 000 სტუდენტი იწყებს
რუსთავი 2·13:00

აჭარაში "ჯანდაცვის ფორუმი - 2026" გაიმართა

აჭარაში "ჯანდაცვის ფორუმი - 2026" გაიმართა
რუსთავი 2·12:49

მედია: ბულგარეთი ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლას ახდენს, რათა, სანქციების ახალი პაკეტის მიღების სანაცვლოდ, რუსული იმპორტის ნაწილზე აკრძალვა მოიხსნას

მედია: ბულგარეთი ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლას ახდენს, რათა, სანქციების ახალი პაკეტის მიღების სანაცვლოდ, რუსული იმპორტის ნაწილზე აკრძალვა მოიხსნას
რუსთავი 2·12:25

ჰაკერებმა აშშ-ის საჰაერო ძალების მთავარ ღრუბლოვან პლატფორმაში Cloud One-ში შეაღწიეს - Reuters

ჰაკერებმა აშშ-ის საჰაერო ძალების მთავარ ღრუბლოვან პლატფორმაში Cloud One-ში შეაღწიეს - Reuters
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.