ორიგინალი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე
სპორტოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ათენის ოლიმპიურ კომპლექს OAKA-ს დარბაზში ივარჯიშა, სადაც 26 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ვასილის სპანულისის გაწვრთნილ მასპინძლებს ნიკ კალატესი და იანულის ლარენძაკისი ტრავმების გამო გამოაკლდათ, თუმცა ბერძნებს მაინც ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, რადგან სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, ყველა იმ ძლიერ მოთამაშეს უხმეს, რომლებსაც საკლუბო კალენდარი ხელს არ უშლიდა.

ალეკსანდარ ჯიკიჩმა დღევანდელ ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაუთმო იმ კომბინაციების დამუშავებას, რომლებიც სპეციალურად საბერძნეთთან მატჩისთვის შეირჩა. კონკრეტული მოთამაშეების წინააღმდეგ, მათი თამაშის სტილზე მორგებული დაცვა, შეტევა და ყველა ის სათამაშო კომპონენტი გათამაშდა, რასაც ჩატარებული სკაუტინგის შემდეგ ნაკრების მწვრთნელები ბერძნებისგან ელიან.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ასევე სროლებს, რადგან ეს გახლდათ ჩვენი მოთამაშეების პირველი ვარჯიში OAKA-ს უნიკალურ მოედანზე, რომელიც LED-მონიტორებითაა დაფარული. დარბაზში ფიცარნაგი არაა, არამედ მოთამაშეებს სპეციალურ იატაკზე უწევთ თამაში, რომელზეც ნებისმიერი წარწერისა თუ ფიგურის ისე გამოსახვა შეიძლება, როგორც მონიტორსა თუ პლანშეტზე.

ვარჯიშის ბოლოს დარბაზში ქართველი ჟურნალისტები შემოვიდნენ და ნაკრების წევრებისგან კომენტარები აიღეს. ალეკსანდარ ჯიკიჩმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 26 ნოემბერს საბერძნეთს დაუპირისპირდება: ალექსანდრე მერკვილაძე, მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კობახიძე, ვილი ისიანი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი ოჩხიკიძე.

თორნიკე შენგელია ათენში 26 ნოემბერს, დილით ჩამოდის და დასვენების შემდეგ პირდაპირ OAKA-ს დარბაზს, საბერძნეთის წინააღმდეგ სათამაშოდ მიაშურებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: sportall.ge
  1. მთავარი
  2. სპორტოლი
  3. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

სპორტოლი·02:34

ისაკის დუბლი, ალისონის საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ბრიუგეს" დიდი ანგარიშით მოუგო

ისაკის დუბლი, ალისონის საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ბრიუგეს" დიდი ანგარიშით მოუგო
სპორტოლი·01:55

"კვარას" და დუეს არყოფნა უკვე დაეტყო? - პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულები დაკარგა

"კვარას" და დუეს არყოფნა უკვე დაეტყო? - პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულები დაკარგა
სპორტოლი·23:42

[VIDEOS] მიქაუტაძეს "სლავიასთან" 15+ წუთი აკმარეს - "ბარსელონამ" ბაქოში ადვილად გაიმარჯვა

[VIDEOS] მიქაუტაძეს "სლავიასთან" 15+ წუთი აკმარეს - "ბარსელონამ" ბაქოში ადვილად გაიმარჯვა
სპორტოლი·23:05

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 მეშახტე. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა დასრულდა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 მეშახტე. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა დასრულდა...
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.