[VIDEO] "ეს სირცხვილი და კატასტროფაა! ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონის გუნდთან წავაგეთ!" - ესპანური პრესა "ხეტაფეს" მარცხს მწვავედ გამოეხმაურა
კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მეოთხე ტურში "იბერია 1999"-მა საკუთარ მოედანზე "ხეტაფეს" 1:0 მოუგო. ეს მარცხი მადრიდულმა გუნდმა ძალიან მძიმედ მიიღო და მათმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს.
ესპანური პრესა მადრიდული გუნდის მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო. COPE-ს ჟურნალისტმა ჯემა სანტოსმა განაცხადა, რომ "ხეტაფემ" რაგნით ესპანეთის მე-3 დივიზიონის გუნდთან წააგო.
"ლამაზი და იმედის მომცემი წელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი ნამდვილ კოშმარად იქცა. ის რაც დღეს მოხდა, ნამდვილი სირცხვილი და კატასტროფა იყო. 0:1 წავაგეთ მეტოქესთან, რომელიც რანგით ესპანეთის მესამე დივიზიონის კლუბია.
წარმოდგენა რომ შეგეთქმნათ, გეტყვით, "ხეტაფეს" შემადგენლობის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონია, ხოლო "იბერია 1999"-ის 10 მილიონი. სირცხვილი იმდენად დიდი იყო, რომ ფეხბურთელებს ბოდიშის მოხდა საჯაროდ მოუწიათ.
თუმცა, ყველაზე უარესი მხოლოდ შედეგი არ არის. ეს მოცემულობა "ხეტაფეს" ტურნირიდან პრაქტიკულად გამოთიშულს ტოვებს", - თქვა სანტოსმა.