ორიგინალი
UEFA-მ ბათუმში მომხდარი არეულობის გამო პასუხისმგებლობა ადგილობრივ ორგანიზატორებს დააკისრა და კონფლიქტის გამოწვევის მიზეზის თავისი ვერსია დაასახელა
სპორტოლი

UEFA-მ ბათუმში მომხდარი არეულობის გამო პასუხისმგებლობა ადგილობრივ ორგანიზატორებს დააკისრა და კონფლიქტის გამოწვევის მიზეზის თავისი ვერსია დაასახელა

ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) თურქულ "ბეშიქთაშსა" და ისრაელის ბეერ-შევას "ჰაპოელს" შორის გამართულ უეფას ევროპის ლიგის მატჩზე მომხდარი არეულობის გამო პასუხისმგებლობა ადგილობრივ ორგანიზატორებს დააკისრა.

"UEFA არ იყო მატჩის ადგილობრივი ორგანიზატორი, შესაბამისად, არც სტადიონზე უსაფრთხოების საკითხებზე აკისრია პასუხისმგებლობა და არც ამ საკითხებს აკონტროლებდა.

სტადიონზე განხორციელებული ყველა ქმედება ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოების ინიციატივითა და შესრულებით წარიმართა, მათი მოვალეობებისა და იურისდიქციის ფარგლებში.

ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, UEFA-ს ხელთ არსებული მონაცემებით, ადგილობრივ პოლიციასა და "ბეშიქთაშის" გულშემატკივრებს შორის კონფლიქტის გამწვავება, რამაც მატჩის დროებით შეჩერება გამოიწვია, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია "ბეშიქთაშის" გულშემატკივართა სექტორში შევიდა, რათა ჩარეულიყო თავად გულშემატკივრებს შორის დაწყებულ დაპირისპირებაში", - წერია განცხადებაში.

ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება შსს-მ გამოაქვეყნა და მომხდარი ასე ახსნა:

"ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.

ასევე, ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა.

სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელს" შორის შეხვედრა მოგვიანებით განახლდა და თურქული გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: sportall.ge
  1. მთავარი
  2. სპორტოლი
  3. UEFA-მ ბათუმში მომხდარი არეულობის გამო პასუხისმგებლობა ადგილობრივ ორგანიზატორებს დააკისრა და კონფლიქტის გამოწვევის მიზეზის თავისი ვერსია დაასახელა

თემა: ბათუმში

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·07:59
    თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი - მკაცრად ვგმობ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას
  • აიპრესი·06:10
    შსს: ბათუმში გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს სამი თანამშრომელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს
  • ფორმულა·05:53
    თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
  • რუსთავი 2·05:52
    ბათუმში, თურქეთის "ბეშიქთაშისა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ბათუმში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

სპორტოლი·12:56

[PHOTO] მძიმე სურათი - რა მდგომარეობაში იყო ბათუმის "დინამოს" სტადიონის ტრიბუნები მატჩის დასრულების შემდეგ

[PHOTO] მძიმე სურათი - რა მდგომარეობაში იყო ბათუმის "დინამოს" სტადიონის ტრიბუნები მატჩის დასრულების შემდეგ
სპორტოლი·12:38

[VIDEO] "ეს სირცხვილი და კატასტროფაა! ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონის გუნდთან წავაგეთ!" - ესპანური პრესა "ხეტაფეს" მარცხს მწვავედ გამოეხმაურა

[VIDEO] "ეს სირცხვილი და კატასტროფაა! ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონის გუნდთან წავაგეთ!" - ესპანური პრესა "ხეტაფეს" მარცხს მწვავედ გამოეხმაურა
სპორტოლი·11:59

"ვიცი, თორნიკე ამის თქმის უფლებას არ მომცემდა, მაგრამ ეს ყველამ უნდა გაიგოს..." - სანაძის და ჯიკიჩის მონაყოლი შენგელიას შესახებ საბერძნეთის დამარცხების შემდეგ

"ვიცი, თორნიკე ამის თქმის უფლებას არ მომცემდა, მაგრამ ეს ყველამ უნდა გაიგოს..." - სანაძის და ჯიკიჩის მონაყოლი შენგელიას შესახებ საბერძნეთის დამარცხების შემდეგ
სპორტოლი·11:05

"ბოდიში"! - "ხეტაფეს" ფეხბურთელების პატიების თხოვნები თბილისური მატჩის შემდეგ და იმედგაცრუებული მწვრთნელის ჩივილები

"ბოდიში"! - "ხეტაფეს" ფეხბურთელების პატიების თხოვნები თბილისური მატჩის შემდეგ და იმედგაცრუებული მწვრთნელის ჩივილები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.