ორიგინალი
15-ქალა | პორტუგალიასთან ახალი სახეებით
სპორტოლი

15-ქალა | პორტუგალიასთან ახალი სახეებით

საქართველოს 15-ქალა ეროვნული ნაკრები, 28 ნოემბერს პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც 30 ნოემბერს მასპინძელთა ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩი ლისაბონში, „ჟამურის“ ბაზაზე საქართველოს დროით 22 საათზე დაიწყება.

ჩვენმა გოგონებმა შარშან ნოემბერსა და წელს თებერვალში, რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ორი თამაში მოიგეს და გაისად ალაფაზე ითამაშებენ, პორტუგალია კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბინადარია და 15-ქალას ელიტურ რაგბთან ზიარების შესაძლებლობა ექნება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი მაისურაძე მომავალ თამაშთან დაკავშირებით ამბობს:

“2027 წლის რაგბი ევროპის ალაფისთვის მზადება სექტემბრიდან დავიწყეთ, რა დროსაც პორტუგალიის ქალთა ნაკრები დაგვიკავშირდა და ამხანაგური თამაშის გამართვა შემოგვთავაზა, რასაც სიხარულით დავთანხმდით. მადლობა საქართველოს რაგბის კავშირს, პორტუგალიაში გამგზავრების შესაძლებლობა რომ მოგვცა. პორტუგალია ელიტ დივიზიონის გუნდია და ჩვენთვის დიდი გამოწვევაა მათთან თამაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჯერ ალაფაზე არ გვითამაშია და უკვე ერთით მაღალი დივიზიონის გუნდს შევხვდებით”.

“პორტუგალიასთან თამაში ჩვენი შესაძლებლობების შესაფასებლად კარგი საჯილდაო ქვა იქნება. ვნახავთ სად ვართ და რა გვაქვს გასაუმჯობესებელი. ამ შემთხვევაში შედეგი მეორეხარისხოვანია. მთავარია ვნახოთ სად გვაქვს სუსტი წერტილები და შინ დაბრუნებულებს დაახლოებით ორი თვე გვექნება სამუშაოდ, რათა გერმანიასთან თამაშს უფრო მომზადებულები შევხვდეთ”.

“პორტუგალიაში რამდენიმე ახალი მოთამაშე მიგვყავს, რომელთაც თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ექნებათ. ნინო სუბელიანი, ნინო ოქრუაშვილი და ნინი კვარაცხელია სანაკრებო სიაში პირვეალად მოხვდნენ და პორტუგალიასთან დებიუტი ექნებათ. ასევე დებიუტანტია ილონა ბოკუჩავა, რომელიც რაგბზე გაზაფხულზე მოვიდა, ძალიან კარგი ათლეტია და პორტუგალიასთან პირველად ითამაშებს. ლიკა ბჟალავა და სალომე ჩხაიძე აქამდე მხოლოდ 7-ქალას თამაშობდნენ, ახლა კი დებიუტი 15-ქალაში ექნებათ. რაგბზე თავი ჰქონდა დანებებული და ახლა დაგვიბრუნა ნანი სირაძე, რომელსაც მანამდე 7-ქალა ნაკრებში უთამაშია”.

“მზადების პროცესში გვქონდა ორი თამაში ჭაბუკთა ბ ლიგის ვაჟთა გუნდებთან - ‘გარდასახვასთან’ და ‘რაშებთან’. მინდა ამ ბიჭებს მადლობა გადავუხადო, რადგან თამაშების დეფიციტს განვიცდით და ასეთ პირობებში ეს მატჩები ძალიან წაგვადგება. ასევე მადლობა მიშა სუჯაშვილს და ზურა ამონაშვილს, რომლებიც ჩვენი სამწვრთნელო ჯგუფის წევრები არ არიან, თუმცა ვარჯიშებზე თავისი ნებით მოდიოდნენ და გვეხმარებოდნენ”.

პორტუგალიიდან დაბრუნების შემდეგ, 15-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ალაფისთვის მზადებას განგრძობს. ალაფაზე საქართველო 6 თებერვალს გერმანიას სტუმრად შეერკინება, 13 და 27 მარტს კი თბილისში შვედეთსა და ფინეთს უმასპინძლებს.

ამხანაგური მატჩი

პორტუგალია. ლისაბონი. “ჟამური”. 22:00 (საქ. დრო)

პორტუგალია - საქართველო

ხაზი: 15. მანონი საღარაძე, 14. კირა დანელია, 13. აბა ხაბულიანი, 12. ანა პოღოსიანი, 11. ნინო მელუა, 10. თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), 9. სალომე ჩხაიძე;

შერკინება: 1. ანასტასია ახვლედიანი, 2. ანა რურუა, 3. ანი კაპანაძე, 4. გურანდა ხიჯაკაძე, 5. ვერიკო კუნდუხაშვილი, 6. ნინო წიკლაური, 7. ლიკა ბჟალავა, 8. ანა დათიაშვილი.

მარქაფა: 16. ნინო სუბელიანი, 17. ნინო ოქრუაშვილი, 18 მირანდა სააკიანი, 19. ნინი კვარაცხელია, 20. სალომე საღარაძე, 21. ნინო მეფარიშვილი, 21. ილონა ბოკუჩავა, 23. ნანი სირაძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე

სრული სტატია წყაროზეწყარო: sportall.ge
  1. მთავარი
  2. სპორტოლი
  3. 15-ქალა | პორტუგალიასთან ახალი სახეებით

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

სპორტოლი·18:15

სათადარიგო ქვილითაია და "ჰოლშტაინის" გამარჯვება "კაიზერსლაუტერნთან"

სათადარიგო ქვილითაია და "ჰოლშტაინის" გამარჯვება "კაიზერსლაუტერნთან"
სპორტოლი·17:40

თბილისში ევროპული სტანდარტების საკალათბურთო აკადემიამ მიღება დაიწყო

თბილისში ევროპული სტანდარტების საკალათბურთო აკადემიამ მიღება დაიწყო
სპორტოლი·17:00

საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგრძლივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს

საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგრძლივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
სპორტოლი·15:00

"ჯადოქარი არ ვარ" - მარესკამ "სიტის" რთულ პერიოდზე ისაუბრა

"ჯადოქარი არ ვარ" - მარესკამ "სიტის" რთულ პერიოდზე ისაუბრა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.