სათადარიგო ქვილითაია და "ჰოლშტაინის" გამარჯვება "კაიზერსლაუტერნთან"
მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურში „ჰოლშტაინმა“ საკუთარ მოედანზე „კაიზერსლაუტერნი“ 3:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია სათადარიგო იყო.
„ჰოლშტაინი“ ამ მომენტისთვის 11 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 1-ელ დეკემბერს ჩაატარებს - თასის 1/8-ფინალში „კიოლნს“ უმასპინძლებს.
კილი. „ჰოლშტაინი“
ჰოლშტაინი - კაიზერსლაუტერნი 3:0
გოლები: 1:0 ჰარესი (54, პენ), 2:0 როზენბომი (64), 3:0 ტერკელსენი (66)
გამოუყენებელი პენალტი: ჰარესი (62, ჰოლშტაინი)
