იეგოიანის მორიგი კარგი მატჩი - "ექსელსიორმა" ისევ გაიმარჯვა
ერედივიზიონის მე-14 ტურში „ექსელსიორმა“ საკუთარ მოედანზე „ტელსტარი“ 1:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის გარემარბმა ირაკლი იეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 8.2, Whoscored 7.9, Sofascore 7.6.
„ექსელსიორმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, ამ მომენტისთვის 17 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 1-ელ დეკემბერს გამართავს - თასის 1/16-ფინალში ტილბურგში „ვილემ II“-ს დაუპირისპირდება.
როტერდამი. „ვაუდეშტაინი“
ექსელსიორი - ტელსტარი 1:0
გოლი: სლიტი (79)
