წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანომ" "ბეტისს" სძლია
ლა ლიგის მე-14 ტურში „რაიო ვალეკანომ“ გასვლაზე „ბეტისი“ 1:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის გარემარბი გიორგი წიტაიშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე - შეფასებები: Flashscore 6.8, Sofascore 6.6, Whoscored 6.5.
„რაიო ვალეკანომ“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მოიგო, 15 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 2 დეკემბერს ჩაატარებს - თასის 1/32-ფინალში გასვლაზე ქვედალიგურ „ევროპას“ დაუპირისპირდება.
სევილია. „ლა კარტუხა“
ბეტისი - რაიო ვალეკანო 0:1
გოლი: დე ფრუტოსი (72)
