ორიგინალი
უშაკოვი: ევროპელების მოსკოვში დაპატიჟება ძალაშია... უარი არ მიგვიღია
რადიო თავისუფლება·21:38

უშაკოვი: ევროპელების მოსკოვში დაპატიჟება ძალაშია... უარი არ მიგვიღია

25 ნოემბერი, 2026 · 21:38

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს „გარკვეული კონტაქტები რიგი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან“ და მათთან „განიხილება ევროპელების შესაძლო პოზიცია, რომლითაც ისინი ისურვებდნენ [სამშვიდობო] მოლაპარაკებებში მონაწილეობას“.

უშაკოვის კომენტარებს რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. მან დააზუსტა, რომ ევროპელებთან არ განიხილება მათი მონაწილეობა უკრაინაზე სამმხრივ მოლაპარაკებებში.

გასულ კვირაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კრემლმა დიპლომატიური არხებით „მოსკოვში დაპატიჟა ევროპელები, მათი პოზიციების გასარკვევად“. პუტინმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროპელებთან შეხვედრის შემდეგ კრემლი გადაწყვეტდა „რა ფორმატში გააგრძელებს უკრაინასთან დიალოგს“.

იური უშაკოვის თქმით, ევროპელების მოსკოვში მიწვევა ძალაში რჩება: „ველოდებით. დაპატიჟება კვლავაც ძალაშია“ და რომ მოსკოვში ჩასვლაზე ევროპელებისგან უარი არ მიუღიათ:

„როგორც ასეთი, უარი არ მიგვიღია. არის სხვადასხვა საჯარო განცხადებები. თუმცა, არის სიგნალი სხვა ხაზებითაც, მაგალითდ, სატელეფონო ხაზით“.

პუტინის თანაშემწემ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება „ვესტის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ შენჭენში ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ის ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს და ისიც აღნიშნა, რომ მოცემულ ეტაპზე რუსეთიდან „არავინ აწარმოებს მოლაპარაკებებს ზელენსკისთან“.

რუსეთის პრეზიდენტის არაერთ განცხადებაში გამოჩნდა, რომ მას ძალიან აღელვებს უკრაინისთვის ევროპის ქვეყნების სამხედრო დახმარება და მათი მზადყოფნა, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა უსაფრთხოების გარანტიების შექმნაში.

ვლადიმირ პუტინმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის მოლაპარაკებებში ევროპელების ჩართვას მას ამერიკული მხარე სთხოვს:

„ამერიკული მხარე დაჟინებით - აი, დაჟინებით გვთხოვს დავთანხმდეთ ამ მოლაპარაკებებში ევროპელების მონაწილეობას.

მაგრამ, ჩვენ ხომ ყოველდღე გვესმის რას გადმოგვცემენ ევროპელი ლიდერები: ომი, ომი, საჭიროა 2030 წლისთვის მომზადება. ჩვენ არავისზე თავდასხმისთვის არ ვემზადებით, რომ 2030 წლისთვის მზადება იყოს საჭირო, იქიდან კი სულ ეს გვესმის. ეს ნორმალურია? ვფიქრობ, რომ არა.

ამის მიუხედავად, გვესმის, რომ უსაფრთხოებასთან, მათ შორის - ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ევროპელების გარეშე განხილვა უაზრობაა“.

პუტინმა განაცხადა, რომ სანამ მოლაპარაკებებში ევროპელების მონაწილეობის ფორმატი განისაზღვრება, კრემლს „სჭირდება გაიგოს რითი მივა ამ მოლაპარაკებებზე ევროპა“.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგრეთვე ნათქვამი აქვს, რომ მშვიდობის მიღწევის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელი სამხედროების განლაგებას ეწინააღმდეგება, მათ ლეგიტიმურ სამიზნეებად და ომის გაგრძელების საფუძვლად განიხილავს.

19 ნოემბერსვე ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდნენ უკრაინა, რუსეთი, აშშ და ევროპა. საფრანგეთის ლიდერის სიტყვებით, უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიებისა და ევროპის თავდაცვის საკითხები უპირატესად ევროპის ქვეყნებს ეხებათ და ისინი უნდა იყვნენ ჩართულები მათ უზრუნველყოფაში. ამასთან, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას სჭირდება სათანადო სამხედრო დახმარება, რომ მას მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიცია ჰქონდეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. უშაკოვი: ევროპელების მოსკოვში დაპატიჟება ძალაშია... უარი არ მიგვიღია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·21:49

იგორ ივანოვმა „ვარდების რევოლუცია“ „აკურთხა“? სააკაშვილის ფეისბუკ-პოსტი და რეაქციები

იგორ ივანოვმა „ვარდების რევოლუცია“ „აკურთხა“? სააკაშვილის ფეისბუკ-პოსტი და რეაქციები
რადიო თავისუფლება·20:41

რელიგიური ცენზის გაუქმება - ირანის დაზვერვას შესაძლოა, პირველად ჩაუდგეს სათავეში საერო პირი

რელიგიური ცენზის გაუქმება - ირანის დაზვერვას შესაძლოა, პირველად ჩაუდგეს სათავეში საერო პირი
რადიო თავისუფლება·20:19

ანუ არ გამოვიდეთ, ხო? – ყიფიანსა და „კაწროს“ ასამართლებენ საქმეზე, რის გამოც „ფეიქრიშვილის საკანში აღმოჩნდნენ“

ანუ არ გამოვიდეთ, ხო? – ყიფიანსა და „კაწროს“ ასამართლებენ საქმეზე, რის გამოც „ფეიქრიშვილის საკანში აღმოჩნდნენ“
რადიო თავისუფლება·20:11

შვილის გაჩენის ფასი - ქალები გვიყვებიან, რა გზას გადიან უშვილობასთან ბრძოლაში

შვილის გაჩენის ფასი - ქალები გვიყვებიან, რა გზას გადიან უშვილობასთან ბრძოლაში
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.