ორიგინალი
მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე
რადიო თავისუფლება·00:32

მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე

27 ნოემბერი, 2026 · 00:32

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგას მუსტაფა ჩიფთჩის სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ქართულ მხარეს სურს, ბათუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ ყველაფერი კარგად დამთავრდეს.

თურქული მედიის თანახმადვე, სატელეფონო საუბარი შედგა შინაგან საქმეთა მინისტრებს, მუსტაფა ჩიფთჩისა და სულხან თამაზაშვილს შორის.

მედიაში გავრცელდა საუბრის ვიდეოჩანაწერიც, სადაც ჩანს მინისტრი ჩიფთჩი და ისმის ასევე სულხან თამაზაშვილისა და თარჯიმნის ხმა.

„პალესტინის დროშის ეპიზოდი“

„ბატონი მინისტრი ამბობს, რომ ამ კადრებს თურმე თურქეთშიც აჩვენებენ ამ წუთში და ძალიან დიდი რეაქცია გამოიწვია ქვეყანაში. აი, განსაკუთრებით იმან, პალესტინის დროშას ხელიდან რომ ართმევენ“, - უთარგმნის თარჯიმანი თამაზაშვილს კოლეგის ნათქვამს.

„ძალიან გვინდა გთხოვოთ ჩვენს კოლეგებს საქართველოში, ისინი იქ სტუმრად არიან საქართველოში და შეძლებისდაგვარად კარგად მოეპყრონ და კარგად დასრულდეს ეს მატჩი და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, - ამბობს თურქეთის შს მინისტრი.

თურქეთის შს მინისტრი ქართველ კოლეგას ურეკავს
თურქეთის შს მინისტრი ქართველ კოლეგას ურეკავს

თურქული TRT SPOR-ის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოედნის ტრიბუნებზე ორმა გულშემატკივარმა პალესტინის დროშა გაშალა, რის შემდეგაც მათკენ პოლიციელები დაიძრნენ.პოლიციელებმა მათ დროშა წაართვეს. აქ ეპიზოდშიც ჩანს შეხლა-შემოხლა - თუმცა ჯერ უცნობია, დააკავეს თუ არა ისინი. რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სგან მიიღო ინფორმაცია დაკავებულთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ“ - თამაზაშვილი

ვიდეოში ისმის, რომ სატელეფონო ხაზზე მყოფი სულხან თამაზაშვილი კოლეგას უპასუხებს:

„რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. კოლეგას უთხარით, რომ სწორედ ამიტომ მყავს იქ პირადად ჩემი მოადგილე მივლენილი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაწყნაროთ და პოლიციური ძალების გამოყენება არ დასჭირდეს“.

„თუმცა კიდევ ხაზს ვუსვამ, რომ სპორტულ ქომაგებს ეს აგრესია და გადაჭარბებული ემოციები, ცნობილია ყველასთვის, რომ აქვთ. და შესაბამისად ვიყენებთ ისეთ ძალას, რომელიც დაგვჭირდება მინიმალურად ამ აგრესიის მართვისთვის“, - ამბობს ის.

თურქული მედიასაშუალებები თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერენ, რომ მინისტრი ჰაკან ფიდანი ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ.თურქეთის მთავრობის ახალი ამბების სააგენტო Anadolu-ს ცნობითვე, ბათუმის მოედანზე იმყოფებიან საქართველოში თურქეთის საელჩოსა და ბათუმში გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები;„მიიღება ყველა საჭირო ზომა მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად“;„ყურადღებით ხდება თურქეთის იმ მოქალაქეების მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებიც ბათუმში იმყოფებიან“.

მცირე ხნით ადრე თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პრესსპიკერი ომერ ჩელიქი გამოეხმაურა ბათუმში ბეშიქთაში-ჰაპოელის მატჩის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ქართველი სამართალდამცავები გააკრიტიკა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე

თემა: მინისტრი

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 158 სტატია.

  • GHN·21:29
    ქუვეითში ირანული დრონებით თავდასხმის შედეგად იტალიის ორი მოქალაქე დაიღუპა - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი
  • იმედი·21:29
    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი თავს ესხმის უკრაინას, უკრაინა კი თავს იცავს - ვიდრე ის სამხედრო სამიზნეებს ურტყამს, ეს კანონიერია, მაგრამ კონფლიქტის გაფართოებას ვერ მოვიწონებ
  • რუსთავი 2·20:57
    საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე პაველ ჰერჩინსკის შეხვდა - აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული მორიგი რეზოლუცია ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს
  • ფორმულა·20:41
    შს მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა, ის შალვა თადუმაძეს შეცვლის
მინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·23:47

ერდოანის პარტიის სპიკერი „ბათუმი არენაზე“ პოლიციის ქმედებებს აკრიტიკებს

ერდოანის პარტიის სპიკერი „ბათუმი არენაზე“ პოლიციის ქმედებებს აკრიტიკებს
რადიო თავისუფლება·23:40

უკმაყოფილება ერთი კვირის შემდეგ - თბილისმა "დიპ სტეიტი" მოსკოვშიც დაინახა

უკმაყოფილება ერთი კვირის შემდეგ - თბილისმა "დიპ სტეიტი" მოსკოვშიც დაინახა
რადიო თავისუფლება·23:32

„გალათასარაი“ და 5 თურქული კლუბი ბათუმში „პოლიციის ქმედებს გმობს“

„გალათასარაი“ და 5 თურქული კლუბი ბათუმში „პოლიციის ქმედებს გმობს“
რადიო თავისუფლება·22:44

გულშემატკივართან დაპირისპირება „ბათუმი არენაზეც“ გაგრძელდა - მატჩი დროებით შეაჩერეს

გულშემატკივართან დაპირისპირება „ბათუმი არენაზეც“ გაგრძელდა - მატჩი დროებით შეაჩერეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.