ორიგინალი
ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“
რადიო თავისუფლება·01:40

ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“

27 ნოემბერი, 2026 · 01:40

საქართველოში ისრაელის ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა ბათუმში თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბების შეხვედრისას განვითარებულ მოვლენებს.

მან გააზიარა „ბათუმი არენაზე“ თურქული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების დაპირისპირების კადრები პოლიციასთან და დაწერა:

„ტერორიზმი სპორტულ არენაზე: თურქული კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების ქმედებები ბათუმში, „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ გამართულ მატჩზე. სირცხვილია, სამარცხვინო საქციელია“.

ელჩის პოსტის სკრინშოტი.
ელჩის პოსტის სკრინშოტი.

მოგვიანებით, - მას შემდეგ, რაც ელჩის პოსტი X-ზე ქართულ ფეისბუკზეც გავრცელდა, - ელჩის X-ის ანგარიში საჯარო აღაა - მისი პოსტები მხოლოდ უკვე არსებული გამომწერებისთვის არის ღია.

რა მოხდა ბათუმში

თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო.

თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები ღაზის ომის დაწყების შემდეგ მკვეთრადაა გაუარესებული.

ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.

პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.

მანამდე იყო დაპირისპირება ბათუმის ქუჩებში.„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები გარკვეულ ნივთებს ესროდნენ პოლიციელებს.პოლიციელებმა რამდენჯერმე გამოიყენეს სპეციალური საშუალება - სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.

მომხდარს თურქეთში პოლიტიკური გამოხმაურებაც მოჰყვა. ანკარაში საქართველოს სამართალდამცავების მოქმედებები გააკრიტიკეს.

თურქი გულშემატკივრებისადმი მოპყრობა გააკრიტიკა თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიქმაც.

ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ ერთმანეთს ესაუბრნენ თურქეთისა და საქართველოს საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“

თემა: ბათუმში

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • GHN·00:55
    ბათუმში არსებულ ვითარებაზე საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
  • პუბლიკა·00:46
    ბათუმში,„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება იყო
  • ინტერპრესნიუსი·00:37
    თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ თამაშის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრა
  • სპორტოლი·00:15
    "ვგმობ ქართული პოლიციის ჩარევას "ბეშიქთაშის" ქომაგების წინააღმდეგ" - მესუთ ოზილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
ბათუმში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·01:45

ბათუმში 3 პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი დააკავეს - შსს განმარტებებს აკეთებს

ბათუმში 3 პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი დააკავეს - შსს განმარტებებს აკეთებს
რადიო თავისუფლება·00:32

მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე

მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე
რადიო თავისუფლება·23:47

ერდოანის პარტიის სპიკერი ბათუმში მომხდარზე: პალესტინის დროშის გამო „ბეშიქთაშის“ გულშემატკივარზე ძალადობა მიუღებელია

ერდოანის პარტიის სპიკერი ბათუმში მომხდარზე: პალესტინის დროშის გამო „ბეშიქთაშის“ გულშემატკივარზე ძალადობა მიუღებელია
რადიო თავისუფლება·23:40

უკმაყოფილება ერთი კვირის შემდეგ - თბილისმა "დიპ სტეიტი" მოსკოვშიც დაინახა

უკმაყოფილება ერთი კვირის შემდეგ - თბილისმა "დიპ სტეიტი" მოსკოვშიც დაინახა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.