ორიგინალი
პოლონეთში წარწერების - „დიდება უპა-ს“ - საქმეზე ექვსი პირი დააკავეს
რადიო თავისუფლება·18:06

პოლონეთში წარწერების - „დიდება უპა-ს“ - საქმეზე ექვსი პირი დააკავეს

27 ნოემბერი, 2026 · 18:06

პოლონეთში ვარშავაში მდებარე ძეგლებზე წარწერების გაკეთების საქმეზე ექვსი ადამიანი, მათ შორის უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ პოლონეთის პოლიცია იტყობინება.

საქმე ეხება ვოლინში მეორე მსოფლიო ომის დროს მასობრივი მკვლელობების მსხვერპლთა მემორიალურ ძეგლზე, რასაც პოლონეთში გენოციდად მიიჩნევენ, ვარშავის გეტოს გმირების ძეგლსა და პოლონეთის ჯარის 1-ლი არმიის ჯარისკაცების ძეგლზე წარწერებს.

მათზე წითელი საღებავით დააწერეს „დიდება უპა-ს“ [უკრაინის მეამბოხეთა არმია] და დატოვეს სტიკერები QR-კოდებით, რომლებიც ამ შეიარაღებული ფორმირების შესახებ მასალებს შეიცავს. გამოძიების მონაცემებით, წარწერები 13-დან 14 ნოემბრის ღამეს გაჩნდა. მათ შემსრულებლებს 1000-1000 ზლოტი (დაახლოებით 245 დოლარი) უნდა მიეღოთ. შეკვეთები და ინსტრუქციები "მესენჯერის" საკომუნიკაციო არხით მეშვეობით გადაიცემოდა. გარდა ამისა, ორგანიზატორები ვროცლავში ეძებდნენ სხვა პირებს, რომლებსაც შეეძლოთ მსგავსი წარწერების გაკეთება ვოლინის ტრაგედიასთან დაკავშირებულ ძეგლებზე. დაკავებულები არიან პოლონეთის 32 წლის მოქალაქე და უკრაინის ხუთი მოქალაქე, რომელთა ასაკი 16, 19, 24, 20 და 31 წელია.

პოლონელს ბრალი წაუყენეს პოლონეთის წინააღმდეგ უცხოური დაზვერვის სახელით მოქმედებაში, ძეგლის შეურაცხყოფასა და თაღლითობაში. 24 და 31 წლის ორ უკრაინელს ბრალად ედებათ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა, უცხოური დაზვერვის საქმიანობაში მონაწილეობის ორგანიზება და ძეგლის შეურაცხყოფა. გამოძიებამ სასამართლოს მათი დაპატიმრება სთხოვა, მაგრამ სასამართლომ უარი თქვა, რის გამოც ისინი დეპორტირებულ იქნენ.

პოლონეთის პოლიცია მიიჩნევს, რომ დაკავებულებს შეეძლოთ ემოქმედათ ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში რუსეთის საგარეო დაზვერვის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შესაძლოა დაინტერესებული ყოფილიყო კიევსა და ვარშავას შორის კონფლიქტის გამწვავებით ისტორიასთან, მათ შორის უპა-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ნოემბრის დასაწყისში გამოცემა Most-ი წერდა, რომ ბელოსტოკის ემიგრანტულ ტელეგრამ-ჩატში ეძებდნენ ადამიანებს, ვინც მზად იყო პოზნანში მდებარე ძეგლებზე „დიდება უპა-ს“ დაეწერა, სამუშაოსთვის კი 500 დოლარს ჰპირდებოდნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. პოლონეთში წარწერების - „დიდება უპა-ს“ - საქმეზე ექვსი პირი დააკავეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·17:26

პესკოვი: პუტინი და ფაშინიანი განიხილავენ სომხეთის ევროპულ მისწრაფებებსა და სამხედრო ბაზის საკითხს

პესკოვი: პუტინი და ფაშინიანი განიხილავენ სომხეთის ევროპულ მისწრაფებებსა და სამხედრო ბაზის საკითხს
რადიო თავისუფლება·17:12

პუშკინს ფინჯანი ააცალეს, სტალინს - რეპრესიები

პუშკინს ფინჯანი ააცალეს, სტალინს - რეპრესიები
რადიო თავისუფლება·16:41

„განსხვავებული მოვლენაა“ - შს მინისტრი ბათუმში დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებაზე

„განსხვავებული მოვლენაა“ - შს მინისტრი ბათუმში დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებაზე
რადიო თავისუფლება·15:58

პატარაძემ დაადასტურა ბათუმში დაკავებული თურქი გულშემატკივრების გათავისუფლება

პატარაძემ დაადასტურა ბათუმში დაკავებული თურქი გულშემატკივრების გათავისუფლება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.