ორიგინალი
უფლებადამცველები: ირანმა დააკავა ჟურნალისტი, რომელმაც საზოგადოება დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის შესახებ გააფრთხილა
რადიო თავისუფლება·21:21

უფლებადამცველები: ირანმა დააკავა ჟურნალისტი, რომელმაც საზოგადოება დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის შესახებ გააფრთხილა

27 ნოემბერი, 2026 · 21:21

უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ პარასკევს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ დააკავა და აწამა ჟურნალისტი, რომელმაც ოფიციალური ცნობის გამოქვეყნებით ორი დემონსტრანტის მოსალოდნელი ჩამოხრჩობის შესახებ საზოგადოება გააფრთხილა.

ნორვეგიაში დაფუძნებული „ირანის ადამიანის უფლებათა“ (IHR) ორგანიზაციისა და პარიზში მოქმედი „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ცალ-ცალკე გავრცელებული განცხადებების თანახმად, მეჰდი მაჰმუდიანი, რომელიც ჯაფარ ფანაჰის 2025 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმის, „ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო“ (It Was Just An Accident), სცენარზე მუშაობდა - ოთხშაბათს მას შემდეგ დააკავეს, რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში აღნიშნული ინფორმაცია საკუთარ Telegram-არხზე გამოაქვეყნა. დაკავება იმ ფონზე მოხდა, როდესაც უფლებადამცველი ჯგუფები ხელისუფლებას იანვრის საპროტესტო აქციებისა და აშშ-სა და ისრაელთან მიმდინარე ომის კვალდაკვალ, პოლიტპატიმრების სიკვდილით დასჯის ფაქტების გახშირებაში ადანაშაულებენ. მაჰმუდიანმა გაასაჯაროვა სასამართლო უწყების ოფიციალური შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 2022 წლის მოძრაობა „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლების“ ორი მონაწილე - 27 წლის მილად არმუნი და 34 წლის ნავიდ ნაჯარანი, რომლებსაც უკვე მისჯილი ჰქონდათ სიკვდილით დასჯა - ოთხშაბათს უნდა ჩამოეხრჩოთ. უცნობია, საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა ეს დოკუმენტი, რომლის ავთენტურობის დაუყოვნებლივ დადასტურება ვერ მოხერხდა. მათი ადვოკატის თქმით, განაჩენის აღსრულება მოგვიანებით გადაიდო, თუმცა IHR აღნიშნავს, რომ მათ კვლავ ემუქრებათ ჩამოხრჩობის საფრთხე. IHR-ის ცნობით, მაჰმუდიანი დააკავეს და პოლიციის სამმართველოში „სასტიკად სცემეს და აწამეს“ - აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით მას სახეში ურტყამდნენ და თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. ორგანიზაციამ დასძინა, რომ თეირანის ციხეში გადაყვანამდე ის საავადმყოფოში მოათავსეს. „მილად არმუნისა და ნავიდ ნაჯარანის მოსალოდნელი სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით, მეჰდი მაჰმუდიანმა ამ ორი დემონსტრანტის სიკვდილით დასჯის შეჩერებას შეუწყო ხელი“, - განაცხადა IHR-ის დირექტორმა, მაჰმუდ ამირი-მოღადამმა. ნიუ-იორკში დაფუძნებული „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ (CPJ) ინფორმაციით, მაჰმუდიანმა ოჯახს მოკლე სატელეფონო საუბრისას შეატყობინა, რომ ის თეირანის დიდ ციხეში გადაიყვანეს და „დაკავებისას უსაფრთხოების ძალებმა სასტიკად სცემეს, რის გამოც სხეულზე ხილული დაზიანებები აღენიშნება“.

რადიო თავის"ფლების ირანული სამსახურის - „რადიო ფარდას“ წყაროების თანახმად, ოთხშაბათს, 24 დეკემბერს, უსაფრთხოების სამსახურის 20-ზე მეტმა თანამშრომელმა მეჰდი მაჰმუდიანის სახლი გაჩხრიკა და დაკავებისას მისი რამდენიმე პირადი ნივთი, მათ შორის ლეპტოპი და მობილური ტელეფონი ამოიღო. წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ მაჰმუდიანმა დაპატიმრებიდან ერთი დღის შემდეგ, ხუთშაბათს დილით, თავის ახლობლებთან ხანმოკლე სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ იგი თეირანის დიდი ციხის საკარანტინო განყოფილებაში ჰყავთ მოთავსებული. RSF-ის განცხადებით, „მეჰდი მაჰმუდიანი რომ არა, საზოგადოება ვერ გაიგებდა, რომ ორი პოლიტპატიმრის“ სიკვდილით დასჯა იგეგმებოდა. „ჟურნალისტიკა სიცოცხლეს იხსნის და მეჰდი მაჰმუდიანის გამბედაობა დაფასებას იმსახურებს. ამის ნაცვლად, ჟურნალისტი დააკავეს, დააპატიმრეს და, გავრცელებული ინფორმაციით, აწამეს სწორედ იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც მან ამხილა“, — განაცხადა RSF-ის ახლო აღმოსავლეთის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჯონათან დაგერმა. მაჰმუდიანი, რომელიც თავისი საქმიანობის გამო არაერთხელ დაუპატიმრებიათ, ბოლოს 31 იანვარს დააკავეს და ორ კვირაზე მეტხანს ჰყავდათ პატიმრობაში მას შემდეგ, რაც ფანაჰისა და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას, რომელიც გმობდა იანვრის საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევას - აქციებისა, რომლებსაც, აქტივისტების თქმით, ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. უფლებადამცველები: ირანმა დააკავა ჟურნალისტი, რომელმაც საზოგადოება დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის შესახებ გააფრთხილა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·21:57

უკრაინამ შავ ზღვაში ზავის შეთავაზება წარადგინა და რუსეთის პასუხს ელოდება, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინამ შავ ზღვაში ზავის შეთავაზება წარადგინა და რუსეთის პასუხს ელოდება, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი
რადიო თავისუფლება·21:15

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ცხინვალი

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ცხინვალი
რადიო თავისუფლება·21:00

კობახიძე ბათუმის მოვლენებზე: გულდასაწყვეტია, როცა გულშემატკივარი ასე იქცევა მეგობრულ ჟესტზე პასუხად

კობახიძე ბათუმის მოვლენებზე: გულდასაწყვეტია, როცა გულშემატკივარი ასე იქცევა მეგობრულ ჟესტზე პასუხად
რადიო თავისუფლება·20:47

ქომაგები VS პოლიცია: შეიძლებოდა დაპირისპირების თავიდან აცილება?

ქომაგები VS პოლიცია: შეიძლებოდა დაპირისპირების თავიდან აცილება?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.