ორიგინალი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ცხინვალი
რადიო თავისუფლება·21:15

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ცხინვალი

27 ნოემბერი, 2026 · 21:15

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებულ თამაზ გოლოევს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ახალი ამბების სააგენტო RES-ის ცნობით, ეს სიახლე 27 ნოემბერს საღამოს ქართულმა მხარემ „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს“ აცნობა.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „ბრალდებები სრულიად აბსურდულია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“.

ვინ არის თამაზ გოლოევი

თამაზ გოლოევი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აპრილში დააკავა და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობაში დასდო ბრალი.

სუსის ინფორმაციით, გოლოევი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო „სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების“ თანახმად, მას ასევე აქვს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა“.

27 წლის თამაზ გოლოევი (გოლოთი) ახალგორელია. ის მამით ოსი და დედით ქართველია. ცხინვალში სწავლობდა და ხშირად ჩადიოდა თბილისში.

თამაზ გოლოევს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 22 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე თამაზ გოლოევი „გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი“ (რა ფსევდონიმი ჰქონდათ მისთვის შერჩეული, სუსი არ აზუსტებს).24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დახურულ სხდომაზე, თამაზ გოლოევს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.მართალია, სუსმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნისთვის ჯაშუშობდნენ საქართველოს მოქალაქეები, სახელისუფლებო ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2-მა“ და „იმედმა“ რუსეთზე მიანიშნეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის “საგარეო საქმეთა სამინისტროში” აცხადებდნენ, რომ ახალგორის მკვიდრს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობაში „მოგონილი საბაბით“ დასდო ბრალი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ცხინვალი

თემა: ბრალდებით

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ევრონიუსი საქართველო·13:53
    ჟერარ დეპარდიე გაუპატიურების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება
  • პალიტრა ნიუსი·12:42
    განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს
  • ტვ პირველი·18:53
    მერსი სულხანიშვილმა გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობის შემდეგ, უჩივლა თამაზასაც - რას ამბობს წამყვანი ბრალდებებზე
  • BPN·15:49
    პროკურატურამ პირუტყვის მითვისების საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
ბრალდებით

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·21:57

უკრაინამ შავ ზღვაში ზავის შეთავაზება წარადგინა და რუსეთის პასუხს ელოდება, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინამ შავ ზღვაში ზავის შეთავაზება წარადგინა და რუსეთის პასუხს ელოდება, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი
რადიო თავისუფლება·21:21

უფლებადამცველები: ირანმა დააკავა ჟურნალისტი, რომელმაც საზოგადოება დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის შესახებ გააფრთხილა

უფლებადამცველები: ირანმა დააკავა ჟურნალისტი, რომელმაც საზოგადოება დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის შესახებ გააფრთხილა
რადიო თავისუფლება·21:00

კობახიძე ბათუმის მოვლენებზე: გულდასაწყვეტია, როცა გულშემატკივარი ასე იქცევა მეგობრულ ჟესტზე პასუხად

კობახიძე ბათუმის მოვლენებზე: გულდასაწყვეტია, როცა გულშემატკივარი ასე იქცევა მეგობრულ ჟესტზე პასუხად
რადიო თავისუფლება·20:47

ქომაგები VS პოლიცია: შეიძლებოდა დაპირისპირების თავიდან აცილება?

ქომაგები VS პოლიცია: შეიძლებოდა დაპირისპირების თავიდან აცილება?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.